Loading...
Tech

პორტატული დინამიკები ანუ შენი მუსიკა შენთან

აუდიო სისტემების ინდუსტრიაში პორტატული დინამიკები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ნივთია. ეს კომპაქტური ,,ყუთი” თავის თავში იტევს თქვენს საყვარელ მუსიკას. პორტატული დინამიკები ფუფუნების საგნიდან ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოიჭრა. არჩევანი დიდია და ის დიზაინის, ფუნქციის და ფასის მიხედვით იცვლება. ამ სტატიაში გაიგებთ, როგორ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პორტატული დინამიკი. 

კომპაქტური

სამოგზაურო ჩანთის დამძიმება დიდად არავის ეხალისება. თანაც მაშინ, როცა ისედაც არ უნდა დაგრჩეთ მთელი რიგი ნივთები. მაგრამ თუ ვერც მუსიკას ელევით, მაშინ მცირე ზომის პორტატული დინამიკი მშვენიერი იდეაა. მაგალითისთვის, Sony-ის, Remax-ისა თუ JBL-ის მოდელებს. მათი ფასი საკმაოდ ხელსაყრელი, დიზაინი კი – დახვეწილია.

გამძლე

როცა ტექნიკას ეხება საქმე, გამძლეობა პრიორიტეტული ხდება. არავის უნდა, საგულდაგულოდ შერჩეული ნივთი ერთ მოგზაურობაში გაუფუჭდეს. ჩვენგან არ გესწავლებათ, რომ აქეთ-იქით სიარულისას ბევრი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს. ამ დროს კი მტვერი, წყალი, მზე ტექნიკას განსაკუთრებით ემტერება.

გაითვალისწინეთ, რომ მეტალის დინამიკი უფრო ხარისხიანია, ვიდრე – პლასტმასის კორპუსის. ყიდვის დროს მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ მაღალი დატვირთვისას დინამიკი მყარად იდგეს. ჩვენ გირჩევთ Ministry of Sound-ის, JBL-ის, Harman Kardon-ის მოდელებს.

 

თუ ბასების მაღალი სიხშირე თქვენთვის აუცილებელი პირობაა მუსიკის მოსასმენად, უხარისხო დინამიკმა შეიძლება ,,იცეკვოს” კიდეც ზედაპირზე.

ასე რომ, თუ თქვენი ტრაექტორია მისაღებ ოთახსა და სამზარეულოს ცდება, მაშინ აუცილებლად უნდა იფიქორთ პორტატული დინამიკის გამძლეობაზე.

ჭკვიანი

ჭკვინი ტექნიკა უბრალო ტექნიკაზე ბევრად მეტია. ეს შედარებით ახალი კატეგორია დროის გასვლასთან ერთად უფრო დაიმკვიდრებს ადგილს. ამაზონის Echo ამის ნათელი მაგალითია. იმის გარდა, რომ თქვენი მუსიკა თქვენთან იქნება, ამ ჭკვიან ხელსაწყოს შეეძლება გითხრათ ამინდის პროგნოზი, სპორტის ანგარიში, online shopping-ის სიახლეები და ა.შ. Alexa ხმის ასისტენტია, რომელიც Echo-სთან ნამდვილად დაგამეგობრებთ.

Multiroom

წვეულებებისთვის და დიდი სახლისთვის მშვენიერი იდეაა Multiroom დინამიკი. პორტატული დინამიკის რამდენიმე ნაწილი ერთმანეთთან შეგიძლიათ დააკავშიროთ, მათში სხვადასხვა მუსიკა ჩართოთ და თქვენი გემოვნებით შეაზავოთ ჟღერადობა. უსადენო დინამიკს სმარტფონის რამდენიმე ღილაკით მართავათ. მართალია, მისი ფასი საკმაოდ აღემატება უბრალო პორტატული დინამიკის ფასს, მაგრამ ნამდვილი აუდიოფილებს წამყვანი ბრენდები საუკეთესო ჟღერადობას სთავაზობენ. სამოგზაუროდ წასაღებად ან უბრალოდ თქვენს ოთახში მყუდროდ მუსიკის მოსასმენად ნამდვილად არ არის საჭირო Multiroom მოწყობილობა – ის დიდ სივრცესა და ინტენსიურ ჟღერადობაზეა გათვლილი.

იმის თქმა, რომ პორტატული დინამიკის ყიდვა გინდათ, თითქმის იგივეა თქვათ, რომ რამე სატრანსპორტო საშუალების ყიდვა გინდათ. მოკლედ, სანამ მის შეძენას გადაწყვეტდეთ, სჯობს იცოდეთ თქვენი საჭიროებები, ბიუჯეტი, გემოვნება და არჩევანს არ ინანებთ. ასე რომ, ასი თვალი და კიდევ უფრო მეტი ყური.

Comments

comments