Loading...
#პარასკევსრასშვებითბილისი

#პარასკევსრასშვები – 10 ივნისი

中 Headless Horseman ❚ Domenico Crisci

KHIDI

ამ საღამოს ყველაზე მძიმე მუსიკას ხიდი სთავაზობს მსმენელს. როგორც წარსულში ყველა მათ ღონისძიებაზე ამჯერადაც, მათ სცენაზე ზემოთხსენებული ჟღერადობისა და ესთეტიკის ღირსეული არტისტები დაუკრავენ. თუ ტექნო მუსიკის მოყვარული ხართ, მაშინ TR-909-საც პატივს სცემთ და იტალიელი Domenico Crisci იდეალური არჩევანია ამ საღამოსთვის. მისი სელექცია, როგორც მისი პროდაქშენის გამომცემელი ლეიბლები, (LIES, RUSSIAN TORRENT VERSIONS , etc)  ხისტ, ინდუსტრიალურ, მონოტონურ-დამახინჯებულ ჟღერადობას ატარებს და ნაომარზე თუ ომში უგმიროდ, ნამდვილად გამოდგებათ ფონად. არ შეიძლება უსიტყვოდ დავტოვოთ იტალიური სინთეზატორი, რომლის მომაჯადოვებელი სიმძიმეც წესით დომენიკოს მთავარი იარაღი უნდა იყოს. იტალიას გერმანია უერთდება და კვლავიდებურად ბერლინური ტექნო სცენის ასე თუ ისე ნაკლებად ორიგინალური არტისტი – Headless Horseman წარსდგება მსენელის წინაშე. სიმართლე გითხრათ არ გვწამს იმ არტისტების, (განსაკუთრებით ტექნო) რომლებიც განსაკუთრებით ცდილობენ იმიჯი შეიქმნან – იგი შავი სამოსით, შავი კეპითა და თოკებიანი ფარდით დაფარული სახით დაუკრავს. რაც არ უნდა იყოს, მისი ლაივ სეტები მძიმე, ხარისხიანია და საკმაოდ საინტერესოც. წესით უნდა მოგეწონოთ.

G2-ში ამ დღეს ლადუკა ნინუას ახალი პროექტი OTHR შეეცდება თქვენი ყურების მოგებას მისი ცივი ჟღერადობით. გვერდს ქართული სადიჯეო სკოლის ახალი და საინტერესო დუეტი – Digital Groove Affair გაუმაგრებს. თუკი მათთვის ჯერ არ მოგისმენიათ, დღეს იდეალური დროა პირველად გასინჯოთ.

ბილეთები

 

Gio Shengelia • Vincent • Spring

Mtkvarze / მტკვარზე

ხიდის ალტერნატივა ამ დღეს კლუბი „მტკვარზე“ გვგონია, არა მხოლოდ მუსიკალური მიმდინარეობების დიფერენციის გამო. ეს საღამო დახუნძლულია ხუთი ძლიერი პიროვნებით დიჯეინგის საკითხებში. ისინი დღეს დაგვიმტკიცებენ, რომ ჰანგების ჩატეხვა პლასტმასის, მოგუდული ბითების თანხლებით სულაც არ არის ცუდი. დიახ! ამ საღამოზე შეიძლება Tech House-იც გაიგონოთ, მაგრამ ამან არ შეგაშინოთ. ისედაც არსებობს მსმენელი ვინც Tech House-სს უსმენს და საკმაოდ ბევრნიც არიან, მაგრამ ამ ღონისძებაზე მელოდიურმა ელექტრონულმა მუსიკამ დრო კარგად უნდა გაგატარებინოთ. ამ ხუთში რამდენიმეს განსაკუთრებით გამოვარჩევთ: გიო შენგელია არაფრით ჩამოუვარდება ვინცენტ ვოლტს თავისი ექსპერიმენტალური სელექციით; დანარჩენს რაც შეეხება, Spring ფსევდონიმით დამკვრელი პიროვნება თავის სახელს მუსიკალურად ამართლებს და ფერადი ემოციებით დაგტვირთავთ. პატარა ოთახში დაუკრავს ტომა, რომელიც უკვე ბევრმა კარგად იცით, რომ ასწორებს – ნუ ხანდახან მაინც. ხოლო Sancho მისი ღირსეული მემკვიდრე იქნება

მეტი ინფორმაცია

თუმცა, სანამ გასართობად გაეშურებოდეთ, გახსოვდეთ, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო ორი უდანაშაულო მუსიკოსი შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს. აუცილებელია თქვენი  პოზიცია დააფიქსიროთ გარეთ გამოსვლით დღეს საღამოს 7 საათზე რუსთაველის მეტროსთან – „Birja Mafia”-ს წევრებისა და ჩვენი თავისუფლებისათვის. #standforbirjamafia

Comments

comments