Loading...
მოგზაურობაფესტივალები

თავი არ დაგრჩეთ – ფესტივალზე წასაღები ნივთების სია

გაჩანთის ჩალაგება არც ისე მარტივი საქმეა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ფესტივალს ეხება. ამ დროს თქვენი მთავრი ამოცანაა, რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობის და, თან, მეტად გამოსადეგი ნივთი წაიღოთ. მოკლედ, ფესტივალის დღეები კიდევ უფრო დაუვიწყარი რომ გახდეს, საყვარელი და საჭირო ნივთები თქვენს ხელთ უნდა იყოს.

არ ვაპირებთ, მიგითითოთ რა ჩაალაგოთ ჩანთაში და რა არა – უბრალოდ ჩემოდნის შეკვრამდე თვალი გადაავლეთ ჩამონათვალს, დარწმუნდით, რომ ყველა საჭირო ნივთი თან გაქვთ და ისე დაადექით ფერტივალისკენ მიმავალ გზას გზას.

ტანსაცმელი

ფესტივალზე წასვლამდე ამინდის პროგნოზის შემოწმება საქმის ნახევარია, მაგრამ ყველაფერი ისე იდეალურად არ არის, როგორც გვგონია. და მათ შორის – ამინდიც. ასე რომ, წაიყოლეთ:

  • კომფორტული ფეხსაცმელი (სასურველია წყალს მედგრად ხვდებოდეს)
  • ქუდი (კარგი იქნება ღია ფერის – მზის სხივების უკეთ ასარეკლად)
  • სათვალე
  • საცურაო კოსტუმი
  • საწვიმარი
  • შარვალი (ისეთი ქსოვილის, რომელიც მალე შრება; არა ჯინსის)
  • ერთი ხელი(მაინც) თბილი სამოსი

ტექნიკა

რომელიმე არ გაქვთ?

შეიძინე ზუმერში

 

ჯანმრთელობისთვის

იმისთვის, რომ საფესტივალო განწყობა ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ გაგიფუჭოთ, ჩვენი რჩევები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. წაიყოლეთ:

  • პირველადი დახმარების ნივთები
  • წამლები, რომლებსაც რეგულარულად იღებთ
  • მზისგან დამცავი კრემი
  • მწერების საწინააღმდეგო კრემი
  • ანტი-ბაქტერიული სითხე ხელებისთვის
  • პირადი ჰიგიენის ნივთები

ძილისთვის

  • გართობასთან ერთად, ფესტივალის დროს კარგად გამოძინებაც აუცილებალია ​. თუ საკარვე ტერიტორიაზე რჩებით, ეს ნივთები თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. წაიყოლეთ:
  • საძილე ტომარა (გაითვალისწინეთ სავარაუდო ტემპერატურა საფესტივალო ქალაქში და ისე განსაზღვრეთ როგორი საძილე ტომარა გჭირდებათ)
  • ქვეშსაგები/ გასაბერი ლეიბი
  • პლედი
  • პატარა, მოსახერხებელი ბალიში
  • ყურის საცობები (თუ საუნდტრეკის გარეშე გირჩევნიათ ძილი)

კემპინგისთვის წამოიყოლეთ:

  • კარგი (!) კარავი (რომელიც რამდენიმე ფესტივალს გაუძლებს).
  • გირჩევთ, რომ კარავში დამრჩენების რაოდენობაზე მეტადგილიანი კარავი იყიდოთ (მაგ. ორი ადამიანისთვის – სამადგილიანი), რომ ჩანთებისთვის ადგილი დაგრჩეთ.
  • ფარანი, მეტი ფარანი.
  • ე.წ. ,,სკოჩი” (ვერც კი წარმოიდგენთ, რისი დაწებება შეუძლია მას, გატეხილი გულებისაცო ამბობენ).
  • დასაკეცი სკამი (ტყუილად იცინით, ნამდვილად გამოგადგებათ).

და, რაც მთავარია, წამოიყოლეთ:

  • ფესტივალის ბილეთი
  • ID ბარათი
  • ფული

ჰო, და არც თავი დაგრჩეთ.

Comments

comments