Loading...
Tech

რას ნიშნავს წყალგამძლე სმარტფონი?

არსებობს მოსაზრება, რომ წყალი და ტექნიკა ვერ მეგობრობენ, რიგრამ დღეს არაერთი აქმარტფონია ისეთი, რომელსაც წყალი ბევრს(!) ვერაფერს დააკლებს. წვიმის დროს შეგიძლიათ მშვიდად იყოთ და არ იდარდოთ, თუ მობილურს წყალი მოხვდება.

სანამ მოდელების ჩამონათვალზე გადავიდოდეთ, უნდა განვმარტოთ, რატომ არის ძახილის ნიშანი სიტყვასთან ,,ბევრი”. საქმე ისაა, რომ აბსოლუტურად წყალგაუმტარი არცერთი სმარტფონია.

უნდა აღვნიშნოთ, რომ დიდი სხვაობაა ამ ორ ცნებას შორის: წყალგაუმტარი (Water-proof) და წყალგამძლე/მდგრადი წყლის მიმართ (Water-resistant).

ყველა სმარტფონს აქვს გარკვეული პირობები და რეკომენდაციები თავისი შემქმნელებისგან.  მოარიდეთ თქვენი მობილური:

  • წყლის ჭავლს
  • საუნას და დაორთქლილ სივრცეს
  • მარილიან წყალს (რადგან მობილურის ტესტირებები უმეტეს შემთხვევაში მტკნარ წყალში ტარდება).
  • აუზის წყალს (რომელიც ქლორსა და სხვა გამწმენდ ნივთიერებებს შეიცავს).
  • ასევე, მოერიდეთ ღილაკების გამოყენებას წყალში, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ მისი დაზიანების რისკი.
  • შეიძინეთ წყალგამძლე ქეისი მობილურისთვის.

Samsung

იმის გარდა, რომ Samsung-ის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია Galaxy S8, თავისი 5.8 ინჩიანი ეკრანითა და  HD+ გამოსახულებით, ამ სმარტფონის უპირატესობა წყალგამძლეობაც არის. IP68 არის ის რეიტინგი, რომელიც მას IEC (International Electrotechnical Commission)-მა მიანიჭა. ეს მონაცემი მობილური ტელეფონის 1.5 მ სიღრმემდე ნახევარი საათის განმავლობაში ჩვეულებრივ მუშაობას უზრუნველყოფს.

თუ უფრო დიდი ეკრანი (6.2 ინჩიანი) მოგწონთ და არც ფასის სხვაობა გაღელვებთ დიდად, მაშინ S8 Plus-იც თქვენს განკარგულებაშია იმავე პირობებით. ჩამოთვლილი მოდელებივით წყალგამძლეა ასევე Galaxy S7 და Galaxy S7 Edge. არჩევანი თქვენზეა.

Apple

წყალგამძლეობა არის ის, რასაც Apple-ის მომხმარებელი ელოდებოდა სხვა ახალ ფუნქციებთან და ხელსაწყოებთან ერთად. IP67 რეიტინგით iPhone 7 და iPhone 7 Plus ოდნავ ჩამოუვარდება ზემოთ განხილულ Samsung-ის მოდელს. 1.5 მეტრის ნაცვლად, სასურველია ის 1 მ-ზე ღრმად არ მოვათავსოთ წყალში. რაც შეეხება დროს – ნახევარი საათის განმავლობაში iPhone-იც თქვენს განკარგულებაში იქნება წყალში.

უნდა ვახსენოთ ასევე Apple Watch, რომლის შემქმნელები გვირჩევენ, რომ რეკომენდირებული არაა საათთან ერთად ცურვა/ყვინთვა. თუ წვიმიან ამინდში ვარჯიშობთ და Apple-ის საათი გიკეთიათ, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. არ იღელვოთ არც მაშინ, თუ ხელის დაბანის დროს წყლის წვეთები მოხვდა თქვენს საათზე.

Sony

თუ ვახშმის დროს მობილურზე წყალი დაგესხათ და ეს მობილური Sony Xperia XZ ან Sony Xperia XZ Premium-ია, მაშინ ძალიან გაგიმართლათ. Apple-ისა და Samsung-ის მსგავსად, არც ამ შემთხვევაშია რეკომენდირებული ნახევარ საათზე მეტხანს მისი წყალში გაჩერება და აუცილებელია შესავალში ნახსენები რჩევების გათვალისწინება. წყალგამძლეობასთან ერთად, შეგიძლიათ უმაღლესი ხარისხის გამოსახულების ყურებით დატკბეთ მის 5.46 ინჩიან ეკრანზე.

LG

წყალსა და მტვერს ასევე ღირსეულად უძლებს LG G6, რომელიც თამამად უწევს კონკურენციას ზემოთ ჩამოთვლილ ბრენდებს. HD+ da 5.7 ინჩიანი ეკრანი, წყალგამძლეობასთან ერთად, კიდევ ერთი პლუსია ამ ტელეფონისთვის. IP68 რეიტინგი, რომელიც მის გამძლეობაზე მიგვითითებს, სმარტფონს უთანაბრებს Galaxy S8-ს. მინისა და მეტალის კორპუსი იცავს ტელეფონს სხვადასხვა გაუთვალისწინებელი გარემო-პირობისგან, მათ შორის, წყლისგან.

Cat

დღეს არსებულ სმარტფონებს შორის, ყველაზე წყალგამძლე Cat S60-ია. ერთი საათის განმავლობაში ხუთი მეტრის სიღრმეზე ეს მობილური ჩვეულებრივ მუშაობს. მისი touchsreen ასეთ პირობებშიც არ გიმტყუნებთ, წყალში ფოტო და ვიდეო გადაღება კი ახლებურად დაგანახებთ მობილურ ფოტოგრაფიას. მოკლედ, ეს სმარტფონი წყალში თევზივით გრძნობს თავს.

 

უფრო მეტის გაგება გსურს? ეწვიე Zoommer-ის უახლოეს ფილიალს და კონსულტანტები დაგეხმარებიან შენთვის საუკეთესო სმარტფონის არჩევაში. გაინტერესებს შენს მიერ არჩეული ტელეფონი წყალგაუმტარია თუ არა? დაათვალიერე მისი მონაცემები საიტზე.

Comments

comments