თავისუფლების კუნძული – ამ ორ სიტყვაში აღწერილი ფესტივალი არის Sziget, რომელიც 1993 წლიდან დღემდე მუსიკისა და საფესტივალო გარემოს მოყვარულებს აერთიანებს უნგრეთში. მსოფლიოს წამყვანი შემსრულებლების გარდა, რომელიც არცერთ წელს არ აკლია Sziget-ს, აღსანიშნავია სადღესასწაულო განწყობა, რომელიც სრულიად მოგიცავთ დუნაისპირას მყოფს და თავისუფლების კუნძულის ნაწილად გაქცევთ.
მაგრამ, სანამ უშუალოდ ფესტივალზე მოგიყვებოდეთ, მანამდე უნდა იცოდეთ, როგორ შეგეძლებათ თავისუფლების კუნძულზე მოხვედრა.
Sziget-Budapest CityPass არის ერთგვარი ,,გასაღები”, რომელიც მთელ ქალაქს მოგატარებთ და ბუდაპეშტის ისედაც მეგობრულ სატრანსპორტო სისტემას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. მოკლედ, თქვენს წარმოდგენაში არსებული მითები საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით ერთი ხელის მოსმით დაიმსხვრევა.
CityPass-ის შეძენის პირობები
13 დღიანი CityPass
მოქმედია – 5 აგვისტოდან (00:00) 17 აგვისტომდე (24:00).
ფასი – 39 ევრო
2 დღიანი CityPass
მოქმედია – გააქტიურების მომენტიდან მომდევნო დღის 24:00-მდე, 5 დან 17 აგვისტოს ინტერვალში.
ფასი – 15 ევრო
რას გვთავაზობს CityPass?
უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მას შემდეგ, რაც CityPass თქვენს ხელთაა, შეგიძლიათ, უფასოდ იმგზავროთ ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს ტრამვაის, ავტობუსს, მეტროსა და ტროლეიბუსს.
გაიგეთ მეტი აქ.
შეღავათები აბანოებსა და სპაზე
ბუდაპეშტს, სხვა ყველაფერთან ერთად, თერმული აბანოებითაც იცნობენ.
CityPass საშუალებას გაძლევთ, გამოსცადთ მსოფლიოში ცნობილი სპა. პირველი შესვლა თქვენთვის, როგორც CityPass-ის მფლობელისთვის უფასო იქნება. მომდევნო ჯერზე კი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.
გაიგეთ მეტი აქ.
უფასო ავტობუსი აეროპორტიდან Sziget-ის ფესტივალამდე
ბუდაპეშტში ჩაფრენის შემდეგ პირდაპირ შეგიძლიათ Sziget-ის ფესტივალზე აღმოჩნდეთ. ამისთვის CityPass კიდევ ერთხელ დაგჭირდებათ და Liszt Ferenc Airport-დან სულ მალე თავისუფლების კუნძულზე აღმოჩნდებით.
უფასო ტრანსპორტირება გემით
რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, CityPass-ში ასევე შედის უფასო გადაადგილება გემით. Jászai Mari tér-დან ფესტივალის ტერიტორიამდე უფასოდ მიხვალთ.
ველოსიპედი უპირველეს ყოვლისა
ბუდაპეშტში მოხვედრისას, არ გამოგრჩებათ ველოსიპედებისა და ველოსიპედისტების სიმრავლე. თქვენც, რა თქმა უნდა, შეგეძლებათ, რომ მათს რიგებს შეუერთდეთ და იქირაოთ ველოსიპედი. მანამდე კი გაეცანით ველოსიპედით მოძრაობის წესებს ევროპაში.
სხვა ფასდაკლებები
ჩამოთვლილის გარდა, CityPass-ის ,,ძალა” ვრცელდება სხვადასხვა მუზეუმზე. ასე რომ, შეგიძლიათ 20%-50% ფასდაკლებით ისარგებლოთ და ეწვიოთ თქვენთვის საინტერესო ადგილებს.
ასევე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს ე.წ. ,,ბუდაპეშტის სანაპიროზე”. აქ მოხვედრისას ნახავღ ლუპას ტბას და სპორტულ ცენტრს.
30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება აკვარიუმ კლუბში.
CityPass-ით ასევე შეძლებთ Sziget-ის გემის წვეულებას 24 ევროდ დაესწროთ.
სულ რამდენიმე დღე რჩება ფესტივალამდე. ასე რომ, თავი და ფესტივალზე წასაღები ნივთები არ დაგრჩეთ. არც მობილური ფოტოგრაფიიის ოქროს წესები უნდა დაივიწყოთ, რომ სულ გახსოვდეთ ისედაც დაუვიწყარი ფესტივალი – Sziget.
Photo Credits: Rockstar Photographers