Loading...
#პარასკევსრასშვები

#პარასკევსრასშვები | 7-8 ივლისი

თბილისის საკლუბო რივიერა საზაფხულო არდადეგებისთვის ემზადება, თუმცა ჯერ კიდევ დიდი დრო გვაქვს ქალაქში მსოფლიო დონის პროფესიონალ არტისტებს მოვუსმინოთ. ამ შაბათ-კვირას არცერთი ჟანრის მოყვარული არ დარჩება იმედგაცრუებული. მეტიც, რომელი პარკი, სტადიონი თუ მდინარის ნაპირიც არ უნდა გიყვარდეთ – ქალაქის მასშტაბით თითქმის ყველა შესაძლო ადგილი მუსიკით იქნება მოცული.

პარასკევი, 7 ივნისი

KHIDI

ამ პარასკევს კი, კლუბი „ხიდი“ არის ასევე ახლად გაჩენილი, ცინცხალი ტექნო ჟღერადობის ქართული ლეიბლის ICONTRAX-ის მასპინძელი. ლეიბლის სათავეში ხიდის ხშირი სტუმარი და გასული წლის ელექტრონავტი ირაკლი ბერიკაშვილია.

ICONTRAX LABEL NIGHT: ❚ BERIKA ❚ SKYRA ❚ NEWA ❚ ROMAN

ძალზედ სასიხარულო და საამაყოა ის ფაქტი რომ, ეროვნულ საკლუბო სცენაზე ქართული ლეიბლები გამოჩნდენ და მათი სახელობის ღამეები ეწყობა. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება გასულ უიქენდზე დაფიქსირდა, როცა ჩვილი ქართული ლეიბლის “VODKAST” რიგით მეორე ჩანაწერის გამოცემის აღნიშვნა ვიზეიმეთ „მტკვარზე“. ამ პარასკევს კი, კლუბი „ხიდი“ არის ასევე ახლად გაჩენილი, ცინცხალი ტექნო ჟღერადობის ქართული ლეიბლის ICONTRAX-ის მასპინძელი. ლეიბლის სათავეში ხიდის ხშირი სტუმარი და გასული წლის ელექტრონავტი ირაკლი ბერიკაშვილია. მან ლეიბლის პირველი, თავიდან ფეხებამდე ქართული ციფრული ჩანაწერი დეკემბერში გამოსცა სახელწოდებით LIFESIGNS 001. 7-ში ამ გამოცემაში შესული არტისტები დაუკრავენ: თავად ირაკლი, ფსევდონიმით BERIKA; ანა კუბლაშვილი, იგივე NEWA; სანდრო პაპასკირი, ანუ SKYRA და ხიდის რეზიდენტი რომან აბრამოვი – ROMAN. ამ ღამით, რა მუსიკა დაიკვრება სიტყვებზე კარგად, ლეიბლის პირველი გამოცემა შეგატყობინებთ. ისე კი, რაც ხიდზე იშვიათი არ არის, Dub-Techno, Ambient Techno, Industrial Techno, Techno , Techno და Techno! თუ ინტერესდებით ეროვნული საკლუბო სცენით და ეძებთ თბილისურ, ხარისხიან ტექნოს , მაშინ ეს თქვენი საღამოა!

ბილეთები

Bassiani

Efdemin გასული საუკუნის მიწურულის ენთუზიასტი მუსიკალური ჟურნალისტი და მუსიკოსია, რაც ნიშნავს იმას, რომ მან ძალიან ბევრი იშრომა, მოძებნა, შეიმეცნა დაკვრის და პროდიუსინგის მაღალი ხარისხის მისაღწევად.

EFDEMIN ■ NDRX ■ KANCHELI ■ HVL

ბასიანზე ჩვეულად ხარისხიანი მუსიკა, ჩვეულად მისაბაძი რეზიდენტებით და ჩვეულად საუცხოო უცხელი არტისტით. Efdemin გასული საუკუნის მიწურულის ენთუზიასტი მუსიკალური ჟურნალისტი და მუსიკოსია, რაც ნიშნავს იმას, რომ მან ძალიან ბევრი იშრომა, მოძებნა, შეიმეცნა დაკვრის და პროდიუსინგის მაღალი ხარისხის მისაღწევად. Berghain / Panorama Bar-რეზიდენტი, როგორც ბევრი მისი თანამშრომელი დეტროიტული ტექნოთი არის გატაცებული, რასაც ჩიკაგოური ჰაუსის ელემენტებს ურთავს, რაც მის სეტებსა, თუ ტრეკებს უჩვეულოდ სასიამოვნო მოსასმენს ხდის. მისი სეტები ენერგიული და დინამიურია, დასტოინი ბიჭია. მის გვერდით, ჰაუსსა და ტექნოში, ბრექბითსა და ბრიტანულ დაპსტეპში თანაბრად მოფარიკავე NDRX, რომელის სეტებიც სულ სხვადსხვანაირია და სულ საინტერესო. ჰორუმის ოთახს დიდი ოთახიდან ყავს სტუმარი. თუკი ადრე NDRX-მა სცადა ბედი ამ სივრცეში ჰაუს ვინილები ეტრიალა, ახლა KANCHELI-ის ჯერია და სიმართლე გითხრათ, ძალიან საინტერესო იქნება მისი ძალების ხილვა ამ ჟანრში. მასთან ერთად გიგი ჯიქიას HVL, მუდამ განსხვავებული და მუდამ ყურადსაღები სელექციით.

შაბათი, 8 ივლისი

Backstage76

ნიკა ჩოხელი და მისი ბენდი Mellow ის იშვიათი გამონაკლისია, რომლებიც წლების მანძილზე ცდილობდნენ ბენდს ბენდის იერი ჰქონოდა და ქართული ინდი-როკი შემოათავაზებინა მსმენელებისთვის.

Mellow Live

ყველა შეამჩნევდით, რომ მსოფლიოში და შესაბამისად საქართველოში ვისაც კი გიტარა ეჭირა სცენაზე, ახლა კონტროლერი და სხვადასქვა ელქტრონული მოწყობილობები უჭირავთ. ზოგმა ტექნოს წერა დაიწყო, ზოგი part-time დიჯეი გახდა სხვადასხვა კლებებში, თუმცა ნიკა ჩოხელი და მისი ბენდი Mellow ის იშვიათი გამონაკლისია, რომლებიც წლების მანძილზე ცდილობდნენ ბენდს ბენდის იერი ჰქონოდა და ქართული ინდი-როკი შემოათავაზებინა მსმენელებისთვის. Mellow ოთხ კაციანი, Alternative-Rock, Indie ბენდია, რომელთა მაუსს და სიმებს ეკუთვნის რამოდენიმე ხარისხიანი, ძალიან მაგარი, მელოდიური EP და კიდევ უფრო მეტი Single. ისენი თავს შაბათ საღამოს 8 საათზე შეგვახსენებენ და დაგვარწმუნებენ რომ როკი ცოცხლობს!

Mtkvarze

 სეტებისას გამოირჩევა მოულოდნელი,ექსცენტრიული სელექციით, რაც მის მუსიკალურ ღირებულებას აათმაგებს. მისი ხმები მუსიკის ოქროს ხანის, გასული საუკუნის 90-იანი წლების საუკეთესო ნაწილებიდან არის შერჩეული

PLO Man • Zurkin • Ash / / / Berika • Skyra

დროა ტრეკების ჩამრთველებმა ადგილი ნამდვილ დიჯეებს დაუთმონ! ქართული Indie-ს მოსმენის შემდეგ თქვენ აუცილებლად უნდა აირჩიოთ ნამდვილი მუსიკის გურუ კანადიდან, BerlinComunnityRadio-ს გამორჩეული დიჯეი, სელექციის ტორპედო – PLO MAN! ამ არტისტის ჟღერადობა არ ექცევა მხოლოდ ერთ ან ორ ჟანრში, ის ცდილობს მარტომ თუ სხვებთან ერთად ერთი და იგივე ხარისხის მუსიკა დაწეროს და ეს შესანიშნავად გამოდის კიდეც. მისი ჟანრობრივი რუკა House, Breaks, Leftfield, Ambient, Techno, Acid ბრიტანული ხარისხის სტანდარტზე თავსდება, ხოლო სეტებისას გამოირჩევა მოულოდნელი,ექსცენტრიული სელექციით, რაც მის მუსიკალურ ღირებულებას აათმაგებს. მისი ხმები მუსიკის ოქროს ხანის, გასული საუკუნის 90-იანი წლების საუკეთესო ნაწილებიდან არის შერჩეული. PLO MAN წევრია იმ დიჯეების ახალი თაობის, რომლებმაც სელექცია გააუმჯობესეს და მუსიკის ახალი ჰორიზონტები დაიპყრეს საკლუბო სცენაზე. მის გვედით, გამორჩეულად უშიშარი Ash, რომელზეც წარმოდგენა არ გვაქვს საერთოდ, როდის რას აირჩევს ემოციების გადმოსაცემად და Zurkin – უკეთესს ვერ ინატრებ PLO MAN-ის გვერდით. კლუბის პატარა ოთახში Berika და Skyra შეეცდებიან კონკურენცია გაუწიონ მუსიკალურ ზეიმს, ნაკლებსავარაუდოა რამე გამოუვიდეთ, თუმცა თუ პარასკევს ვერ შეძელით მათი მოსმენა შაბათს ხელახლა გეძლევათ შანსი გამოასწოროთ. ფავორიტი ღამე!

HOROOM

დუეტის ჟღერადობა არ კარგავს წევრების წარსულიდან გავლენას და სელექციაც შესაბამისად ზემოთხსენებულ ჟანრებში იფარგლება.

■ SIMIAN MOBILE DISCO ■ MERCURRIO

თუ ბასიანის ჰორუმის ღამეების ვერიფიკაცია ბილეთთან ერთად ჯიბეში გიდევთ და ძველი ყაიდის ელექტრონიკა, ნუ, დისკო, მოგენატრათ, მაშინ თქვენი ადგილი ბასიანზეა. ამ ღამეზე ბრიტანული დუო Simian Mobile Disco იმუზიცირებს. მისი ორი წევრი წარსულში შემჩნეულია Indie, Electropop ისეთ ბენდებთან ურთერთობაში, როგორებიცაა Muse, Klaxons, Arctic Monkeys, Simian. Simian Mobile Disco 2000-იანი წლების დასაწყისში შეიკრა და დღემდე აქტიურად განაგრძობენ მსენელისთვის ახალი მუსიკის შეთავაზებას. დუეტის ჟღერადობა არ კარგავს წევრების წარსულიდან გავლენას და სელექციაც შესაბამისად ზემოთხსენებულ ჟანრებში იფარგლება. მის გვერდით ქართლი პროდიუსინგის და დიჯეინგის ახალი სკოლა – Mercurrio, თავისი Lo-FI ჰაუსით.

Khidi

მის შემოქმედებას გასდევს მეამბოხე, სიცოცხლით აღსავსე მოტივი,რომლებიც პოეტურად გვიყვებიან ჩვენს რუტინულ ცხოვრებაზე და ამბოხის მუხტს ქნიან. სეტები, როგორც ტრეკები ისე მიყავს, მოკლედ ნამდვილად ღირს მისით დაინტერესება.

UNDER BLACK HELMET ❚ GREENBEAM & LEON ❚ FREQUENCY SHIFTER

თუ შაბათ საღამოს ტექნოზე შედარებით ადვილად მოსასმენმა ჰაუსმა, დისკომ, ნუ-დისკომ და ა.შ ვერ მიიქცია თქვენი ყურადღება და კვლავ გინდათ მიიღოთ ის, რაც ისედაც არ გაკლიათ, მაშინ კლუბი Khidi თქვენი მაპინძელი უნდა გახდეს. ძალიან პოზიტიურია ის ფაქტი, რომ კლუბი აქცენტს აკეთებს საკუთარი ჟღერადობის ისეთ საერთაშორისო არტისტებზე რომლებიც ჯერ არ არიან მყივრალა, დიდი ასოებით დასაწერი კლუბებსა თუ ფესტივალების პოსტერებზე. კლუბის პოლიტიკა, რომ ახალგაზრდა ნიჭიერ არტისტებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მისცეს საშუალება, გამოცდილი აუდიტორიის წინაშე წარსდგეს, ჯანსაღი ხედვაა აწ-უკვე შემდგარი საკლუბო სცენის უფრო განსავითარებლად.
შაბათ ღამით ერთი ასეთი, ახალგაზრდა ნიჭიერი ბრიტანელი ტექნო არტისტია გამზადებული, რომელიც ბერლინური ლეიბლისთვის Code Is Law ქმნის მუსიკას. მის შემოქმედებას გასდევს მეამბოხე, სიცოცხლით აღსავსე მოტივი,რომლებიც პოეტურად გვიყვებიან ჩვენს რუტინულ ცხოვრებაზე და ამბოხის მუხტს ქნიან. სეტები, როგორც ტრეკები ისე მიყავს, მოკლედ ნამდვილად ღირს მისით დაინტერესება. გვერდით ყველასათვის კარგად ნაცნობი ქართულ ვეტერანთა დუო Greenbeam & Leon, რომლებიც დინამიურ ბერლინურ ტექნო სეტებს უბერავენ. მათთან ერთად ამ ღამეზე დაუკრავს Frequency Shifter. იგი თბილისში ბოლო წლებში განვითარებული ტექნო ბუმის ნაყოფია და ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს ახალს.

ბილეთები

სხვა ღონისძიებები შაბათს

Comments

comments