Loading...
#პარასკევსრასშვები

#პარასკევსრასშვები 30 ივნისი – 1 ივლისი

ამ თვემ იმედგაცრუებული არავინ დატოვა, და მის ბოლო ვიქენდზე ივნისი იდეალურად დასრულდება. მსმენელს ქართველი, ამერიკელი და ევროპელი მუსიკოსების საინტერესო მიქსი ელოდება:

პარასკევი, 30 ივნისი

SPACEHALL

ვინც ქართულ ჰიპ-ჰოპ კულტურას იცნობს ადვილად მიხვდება, რომ ეს რჩეულთა უნაკლო არჩევანია.

BLOK9 SEASON CLOSING: ◰ ILLA J ◰ GIORGI ZURABISHVILI ◰ CUTKILL ◰ SHINING ◰ LUNA999 ◰ KAZZY JAZZ ◰ JERONIMO 

თბილისს დეტროიტიდან ჰიპ-ჰოპ ბითმეიქინგის მითოლოგიაში აღიარებული მამა ღმერთის J Dilla-ს ძმა Illa J ეწვევა და ქალაქში გამეფებულ სიცხეში მიკროფონს ცეცხლს წაუკიდებს. გარდა ცნობილი დედმამიშვილისა, იგი ლეგენდალური ჰიპ-ჰოპ დაჯგუფების Slum Village-ის წევრიც იყო. აქვს საკუთარი ალბომებიც და ერთი სიტყვით, ნამდვილად ღირს მის მიკროფონზე წაკიდებული ბოლის ყლაპვა. მასთან ერთად ამ ღონისძიებაზე ქართველი ჰიპ-ჰოპის ნამდვილი გურუები: გიორგი ზურაბიშვილი, ამინო ნინუა (CUTKILL), მიშო ურუშაძე (Shining) და მაქსიმე მაჩაიძე (Luna999), Kazzy Jazz და Jeronimo. ვინც ქართულ ჰიპ-ჰოპ კულტურას იცნობს ადვილად მიხვდება, რომ ეს რჩეულთა უნაკლო არჩევანია.  ღონისძიება 9 საათზე იწყება, ანუ თავისუფლად შეგიძლიათ შეუშვათ ჰიპ-ჰოპი თქვენს ვენებში მანამ, სანამ თბილისის ღამის მომაჯადოვებელ რეივს შეუერთდებით.

Bassiani

ყველაზე მეტად  ღირშესანიშნავი ბასიანის ლაინაფში ყოველთვის ალბათ არის ის, რომ ისინი ზედმიწევნით ზუსტად ურგებენ უცხოელ დიჯეის ქართველ  სელექტორს.

BASSIANI / HOROOM: ■ STEFFI ■ KANCHELI ■ HVL ■ MERCURRIO

რეივი ვახსენეთ და SPACEHALL-ის გვერდით პარასკევ ღამეს ანდერგრაუნდის ნამდვილი ზეიმია. ქალების ქალი, თანაბრად პროფესიონალი ჰაუსისა და ტექნოს ჟღერადობის ჩანაწერების სელექციისას, Berghain / Panorama Bar-ის რეზიდენტი, Ostgut Ton-ის არტისტი, პროფესიონალი დიჯეი, ძლიერი სელექტორი (და უბრალოდ კარგი ადამიანი) – Steffi! მისი სეტები ნათელი დასტურია იმისა, თუ როგორ პოულობს გამოცდილი დიჯეი სასიამოვნო ბალანსს სხვადასხვა BPM და ჟღერადობის, ჰაუსისა და ტექნოს გამიქსვისას. გვერდით, ელექტრონავტზე დასახელებული გასული წლის საუკეთესო დიჯეი – Kancheli. ყველაზე მეტად  ღირშესანიშნავი ბასიანის ლაინაფში ყოველთვის ალბათ არის ის, რომ ისინი ზედმიწევნით ზუსტად ურგებენ უცხოელ დიჯეის ქართველ  სელექტორს. ამ შემთხვევაშიც ასეა, ყანჩელიც ისევე, როგორც Steffi, დახტის სხვადასხვა ჟღერადობებში და მისი საშუალო ან ცუდი სეტი არ მოგვისმენია. ჰორუმის ოთახში გიგი ჯიქია, იგივე HVL და Mercurrio დაუკრავენ. რარიგ იქცევა  ეს ოთახი Lo-Fi ჰაუს ჟღერადობის სივრცედ, იმდენად ემატება უცხოელი და ქართველი ამ ჟანრით დაინტერესებული არტისტი მაქაურობას. გიგიზე ყველაფერი უნდა იცოდეთ წესით, პროფესიონალიზმი გადმოდის ყურებიდან, რაც შეეხება Mercurrio-ს, ის დამწყები დიჯეი, თუმცა გამოცდილი მსმენელი და ნამდვილად საინტერესო პროდიუსერია.

Khidi

მისი ლაივი სავარაუდოდ 1 საათი გაგრძელდება, მაგრამ მარტო ამ ერთი საათისთვის წავიდოდით ხიდზე.

CODEX EMPIRE ❚ POSITIVE CENTRE ❚ VULKANSKI ❚ STRIP STEVE ❚ OBJECTOR TRAX

ამ პარასკევს მძიმე მუსიკას ალტერნატივა არ აქვს, სამაგიეროდ ამ მძიმე მუსიკაში როგორც ყოველთვის არის კარგი არჩევანი. კლუბი Khidi ამ ღამისთვის ძალიან მაგარ Mark Crumby, იგივე Mahk Rumbae-ის ლაივ პროექტს Codex Empire-ს გვიმზადებს. ნუ რა უნდა იყოს ეხლა ამ კლუბის მთავარ სცენაზე წარმოდგენილი ლაივ პროექტის ჟღერადობა? რა თქმა უნდა ტექნო. ოღონდ რეივის ნამდვილი მუსიკა, ძალიან მაგარი! მისი ლაივი სავარაუდოდ 1 საათი გაგრძელდება, მაგრამ მარტო ამ ერთი საათისთვის წავიდოდით ხიდზე. მის გვერდით ბერლინური ჰარმონიული სიმძიმე – Positive Centre და ქართველი Vulkanski. თუ გავითვალისწინებთ Théo Pozoga-ს მრავალწვლოვან გამოცდილებას საკლუბო სცენას ხალისი მოგვაროს საკუთარი მუსიკითა და მისი სელექციით, უნდა ვთქვათ რომ G2-ში მსმენელს მელოდიური ჰანგების პრეზენტაცია ექნება. პოლოფონიის სამოთხე – ჯაზი, გრუვი, დიფ ჰაუსი, ჰაუსი , დისკო etc… მის გვერდით Lo-Fi ჰაუსით დაინტერესებული გიორგი ჩიტალაძის OBJECTOR TRAX.  მოკლედ,  ხიდის ორივე სცენაზე ჟანრის ღირსეული წარმომადგენლები.

შაბათი, 1 ივლისი

Mtkvarze

ეს არის ძალიან მნიშველოვანი საღამო ქართული მუსიკის და ქართული მუსიკალური ინდუსტრიისათვის

Vodkast.002 Release Party

      საქართველოში პროდიუსერები რომ მომრავლდნენ ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ცოტაა ისეთი, რომლესაც გამოარჩევდი ორიგინალურობით, თვითმყოფადობით, პოლიფონიურობით. Mindstreaming ერთი უბრალო სტუდენტი ბიჭია, რომელსაც იმხელა ნიჭი აღმოაღჩნდა მუსიკის წერის, რომ აგერ უკვე რელიზდება კიდეც. ამაში თავად უნდა დარწმუნდეთ შაბათს ღამით მტკვარზე. ის პირველად წარსდგება დიდი აუდიტორიის წინაშე. მისი მულტიინსტრუმენტალური მუსიკა ლაღი, ჰარმონიული და სადაა. ამ საღამოზე, ერთადერთი ქართული ფირფიტების მაღაზიის Vodkast-ის ლეიბლის მეორე გამოცემის პრეზენტაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდება. აქ მეორე გამოცემის არტისტი Mindstreaming და ვოდქასთის ოჯახი Nika J & Vakho, Third Soul & Zeinkali-ის წარმომადგენლობით გაგვახალისებს. ეს არის ძალიან მნიშველოვანი საღამო ქართული მუსიკის და ქართული მუსიკალური ინდუსტრიისათვის, აუცილებლად უნდა დაესწროთ! ჩვენი თუ არ გჯერათ, აგერ ნაწყვეტები რელიზიდან – https://soundcloud.com/vodkast12/vodkast002-mindstreaming-conflict-1.

 

Vitamin Cubes / ვიტამინი კუბები

ეს არტისტები არ ხურდავდებიან მათი სეტებისას მხოლოდ გულაობის სელექციაზე, მათი აქცენტი მეტად მუსიკალურობას ენიჭება და ექსპერიმენტულ სელექციას.

Vitamin X Live At Robert Johnson – Lifesaver 3 Tour

დახურულმა კლუბებმა თუ დაგღალათ სასიამოვნო ინფორმაციაა ის, რომ კლუბმა ვიტამინი კუბები გაზაფხულის სეზონი გახსნილად გამოაცხადა! ამ სეზონს გერმანული საკლუბო სივრცის კონცეპტის Live At Robert Johnson-ის არტისტები გახსნიან, რომლებიც არ ხურდავდებიან მათი სეტებისას მხოლოდ გულაობის სელექციაზე, მათი აქცენტი მეტად მუსიკალურობას ენიჭება და ექსპერიმენტულ სელექციას. ATA გამოცდილი დიჯეი, ვინილების მაღაზიის მფლობელი და ძველი სკოლის სელექტორია. მასთან ერთად ბოლო დროის ძალიან საინტერესო არტისტი, ახალი სკოლა Orson Wells, რომლის ჟღერადობა დაეხეტება DNB бTechno, House, Electro. ენერგიული და მელოდიური მუსიკა მისი სტილია. Oliver Hafenbauer დამაარსებელი ლეიბლისა Die Orakel,  ასევე პროფესიონალი და დაახლოებით იგივე ჟღერადობის რაც ზემოთ დაიწერა. მათთან ერთად დაუკრავს კლუბის რეზიდენტი URU. მშვენიერი ღამე იქნება ხარისხიან მუსიკასა და სივრცეში გასანიავებლად.

Bassiani

მისი სეტები ექსპერიმენტალური და ხმამაღალია. ადგილზე უნდა მოისმონოთ, ადგილზე შეიგრძნოთ მისი სიდიადე და ჩაიბაროთ ანგარიში მისი 20 წლიანი ხმის კვლევისა.

MIKE PARKER ■ ZITTO ■ MYI ■ DJ SEINFELD ■ IAZIKZAZUBAMI ■ HAMATSUKI

ბასიანზე უდიდესი არტისტია ჩამოსული თავისი მნიშვნელობით და მოღვაწეობით. Mike Parker ინდუსტრიული მუსიკის გავლენით ქმნიდა და მქნის ტექნო მუსიკის ახლებურ ჟღერადობას. ის მაძიებელია, შემოქმედი უდიდესი გამოცდილებით და Geophone Records-ის დამაარსებელი. მისი სეტები ექსპერიმენტალური და ხმამაღალია. ადგილზე უნდა მოისმონოთ, ადგილზე შეიგრძნოთ მისი სიდიადე და ჩაიბაროთ ანგარიში მისი 20 წლიანი ხმის კვლევისა. გვერდით თორნიკე საყვარელიძის ლაივი. MYI ის იშვიათი წარმომადგენელია ადგილობრივი ტექნო სცენის, რომელსაც ვერ დაარქმევ მუსიკალურად დილეტანტს. მისი მუსიკა საინტერესოდ ფოკუსირდება კომპოზიციების ჰიპნოტურობაზე, რაც მისთვის დამახასიათებელ ატმოსფეროს ქმნის. მათთან ერთად ბასიანის დიდ სცენაზე უკვე კარგად ნაცნობი Zitto დაამშვენებს დეკებს.

ჰორუმის ოთახში, ზუკა ბაბუნაშვილის ძალიან საინტერესო iazikzazubami-ის ლაივი! ზუკას ბევრი იცნობს მისი ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირებული პროექტით Zesknel, მაგრამ ეს პროექტი Lo-Fi House + Acid და საერთოდ ახლებური ხედვაა ამ ჟღერადობის. აუცილებლად მოსასმენი. გვერდით წლის ელექტრონავტი მამუკა ცხადადაიას Hamatsuki ნიუ იორკული ჰაუსით. ბასიანი აგრძელებს ჰორუმის ოთახის Youtube Autoplay -ს მოყვარულთა საყვარელ ადგილად გადაქცევას და ამ ორ ქართველ ყმაწვილთან ერთად საასპარეზო დეკებს უყოფს L-Fi House-ში მოლ გრაბის მერე მეორე კაცს, დიჯეი გაუგებრობას, ოთხმოცდააათიანი წლების ნოსტალგია DJ Seinfeld-ს. მოკლედ, ორი ქართველის ლაივ შესრულება განხვავებული ჟღერადობითა და პლიუს Mike Parker, არგამოსატოვებელი საღამო.

 

Comments

comments