Loading...
#პარასკევსრასშვებითბილისი

#პარასკევსრასშვები | 15-17 ივნისი

მიდიხარ Tbilisi Open Air-ზე? ყველა ინფორმაცია შეგიძლია ჩვენს ცალკე პოსტში ნახო. თუკი ერთი ან რამდენიმე დღით არ აპირებ ლისზე გამგზავრებას, ან მთავარი გამომსვლელების შემდეგ დილამდე ცეკვა გსურს, მაშინ კარგი ამბავი გვაქვს – თბილისში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დატვირთული ღამეები გელის.

ხუთშაბათი, 15 ივნისი

სანამ პარასკევ ღამეზე გირჩევდეთ რაიმეს,  არ გვინდა რომელიმე თქვენგანმა ხელიდან გაუშვას შანსი დაესწროს ძველი და აწ უკვე კარგა ხნის დაშლილი ბენდის Okinawa Lifestyle  ყოფილი წევრების დათო დათუნაშვილისა და გიგი ჯიქიას ლაივ კოლაბორაციას ირაკლი აბრამიშვილთან ერთად „Backstage76“-ში , ღამით – 9 საათზე.

მათი მუსიკა ძრითადად იმპროვიზაციისკენ არის მიმართული და ექსპერიმენტალურ ხმებს აერთებს გიტარასთან, სინთეზატორთან და სხვადასხვა დრამის მანქანასთან. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სამი იშვიათად საუცხოო მუსიკოსის საერთო ლაივ პერფომანსი დაუვიწყარი იქნება.

გიგი ჯიქიას მსოფლიო და ქართველ ქლაბერთა უმეტესობა მისი ფსევდონიმით HVL იცნობს. გარდა მისი ნიჭისა დიჯეი სეტისას საკუთარი გრძნობების ტრანსფორმირება პროფესიონალურად არჩეული რეკორდებით მოახდინოს, მას იგივენაირად გამოსდის საკუთარ კომპოზიციებში გადმოსცეს  მუსიკის უნიკალური ხედვა. დათო დათუნაშვილი დიდი ხანია დაკავებულია ექპერიმენტალური მუსიკის წერით – მის ალბომებში შეხვდებით რბილ გიტარას, დრონს, ფილდ რეკორდინგს და უამრავ სხვას, რაც მის კომპოზიციებს სასიამოვნოდ საინტერესოს და უცხოს ხდის. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ირაკლი აბრამიშვილზე, ის დათოსთან ერთად მოღვაწეობს, ორი ალბომიც ჩაწერეს ერთად. მათთან ერთად დაუკრავს dark ambient, ინდუსტრიული ბგერების მქონე გერმანული პროექტი – Grodock. მათი ჟღერადობაც კიდევ ერთხელ გაგვახსენებს უბრანული ხმების სიმშვენიერეს. თუ გაინტერესებთ ქართული ეხპერიმენტალური, ხარისხიანი მუსიკა აუცილებლად უნდა წახვიდეთ ამ საღამოზე – ასეთი ღონისძიებები ხშირად არ ხდება.

პარასკევი, 16 ივნისი

Mtkvarze

ამ მუსიკოსებს შეუძლიათ შექმნან მხოლოდ მათი, უნიკალური სეტის დრამატურგია და დაგვაჯერონ, რომ ჯერ კიდევ არ მიღწეულა ის წერტილი დიჯეინგში, როცა ვინმე იტყვის, რომ ამ სფერომ საკუთარი თავი ამოწურა.

 

კლუბი „მტკვარზე“ განაგრძობს ჩვენს სასიამოვნოდ გავკირვებას და ამჯერად პარასკევი ღამისათვის შვედი მუსიკოსს Baba Slitz გვიმზადებს. ის შეეცდება მისი ლაღი სელექციით მოაჯადოვოს ჩვენი ყურები და ჩაგვითრიოს მოძრაობაში. მისი უნარი, სრულიად სხვადასხვა ჟღერადობისა და BPM -ის ტრეკები ერთმანეთში გასაოცრად აზილოს, ყველაზე პრეტენზიულ მსმენელსაც გააკვირვებს. Baba Slitz  ერთ-ერთი მათგანია დიჯეების იმ ახალი სკოლის, რომლებიც მარტივად ახერხებენ იყვენენ განსხვავებულები. ამ მუსიკოსებს შეუძლიათ შექმნან მხოლოდ მათი, უნიკალური სეტის დრამატურგია და დაგვაჯერონ, რომ ჯერ კიდევ არ მიღწეულა ის წერტილი დიჯეინგში, როცა ვინმე იტყვის, რომ ამ სფერომ საკუთარი თავი ამოწურა. ბაბას სილაღეს თბილისური გაჩა ბაქრაძის სილაჟვარდე სეტი დაამშვენებს. გაჩამ ზუსტად იცის Disco to House თუ Dub to Techno-ს რა რეკორდი რარიგ უნდა განათავსოს დეკზე. არც Sumo შეგაწყენთ თავს, მეტიც ის ნამდვილი გურუა გულაობის. პატარა ოთახში – ახალი ქართული ლეიბლის Icontrax შემოქმედი ბერიკა წესით უნდა გასცდეს მძიმე მუსიკის ფარგლებს და არც ამავე ლეიბლის არტისტის SKYRA მუსიკა უნდა მოგეჩვენოთ მოსაწყენად – ასე რომ პარასკევს ეს კლუბი ბედნიერი მუსიკის ყველა მაძიებელს  ელოდება.

KHIDI

კარგად გასარჩევი შვედური ემოციური კომპოზიციები უკვე ხშირია თბილისში, მაგრამ არა თავად შვედი არტისტებისგან, მითუმეტეს ლაივი!

KHIDI 中 G2: ❚ SSTROM LIVE ❚ OPAL ❚ GREENBEAM & LEON

პარასკევს ღამით მელოდიურ 4×4-ს ვინ ეძებს? ვინც ეძებს ის პოულობს კიდეც, და შვედური მუსიკის მოყვარულებს ხიდი ელოდება. კარგად გასარჩევი შვედური ემოციური კომპოზიციები უკვე ხშირია თბილისში, მაგრამ არა თავად შვედი არტისტებისგან, მითუმეტეს ლაივი! არა აქ უნდა მოხვიდეთ. SSTROM და Opal ლაივს დაუკრავენ. Opal ამ საღამოს ლაივ პერფორმერისაგან განსხვავებით, ახალი მსმენელისათვის რთულად გასარჩევ, მაგრამ აშკარად ემოციურად სხვა  მუსიკალურ სეტს შემოგვთავაზებს. მისი მუსიკა  წესით ბერლინურ დაბ ტექნოში უნდა ჩაიძიროს. რაც შეეხება Greenbeam & Leon-ს, მათ შესახებ ბევრი უნდა იცოდეთ – ისენი ვეტერანი ქართველი შემსრულებლები არიან, სტაბილურად ტექნო სეტებს უკრავენ და მათი პროფესიონალიზმით ადვილად ახერხებენ ჩვენი გულების მოგებას.

 

შაბათი, 17 ივნისი

SOU

ის მითი თუ გმსენიათ ჯიმი ჰენდრიქსსმა თავის გიტარას საკუთარი სახელი რომ ათქმევინა? ზინა პარკინსი საკუთარ სახელს არფას ათქმევინებს!

SOU 2017 – another sea / სხვა ზღვა

შაბათი დღე იწყება Sou Festival -ით. სოუს ფარგლებში, ამჯერად არფას ვირტუოზი ზინა პარკინსის დაგვიანებული მუსიკალური დინება ჩამოედინება თბილისის სახელმწიფო კონსერავოტირიის დიდ დარბაზში. ის მითი თუ გმსენიათ ჯიმი ჰენდრიქსსმა თავის გიტარას საკუთარი სახელი რომ ათქმევინა? ზინა პარკინსი საკუთარ სახელს არფას ათქმევინებს! ის  ექსპერიმენტალური მუსიკის და მუსიკალური ინსტრუმენტების ნოვატორული გამოყენების პიონერია. ზინა შაბათს 10 საათზე დაადასტურებს ყოველივე ზემოთთქმულს ავანგარდი, თავისუფალი იმპროვიზაციით.

Mtkvarze

Regelbau-ს ჟღერადობა აერთიანებს ავსტრალიურ მუსიკალურ სიმსუბუქეს და დანიურ ალკოჰოლურ ზედოზირებას. ამას დაუმატეთ მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ვარდი სილაში და მიიღებთ იმას რასაც მათ ქალაქს ძახიან : „the City of Smiles.”

facebook.com/page.mtkvarze

ამ უიქენდის რჩეულ ღონისძიებას ისევ მტკვარზე უმასპინძლებს. ქალაქს დანიური კოლექტივის, ბოლო დროის ალბათ მუსიკალურად ყველაზე საინტერესო ლეიბლის Regelbau-ს ორი რჩეული მხედართმთავარი სტუმრობს – Dj Sports და Manmade Deejay! შევეცდებით მათზე მცირეოდენი წარმოდგენა შეგიქმნათ და ვერბალურად გადმოვცეთ, თუ რასთან ექნებათ საქმე თქვენს ყურებს. Regelbau-ს ჟღერადობა აერთიანებს ავსტრალიურ მუსიკალურ სიმსუბუქეს და დანიურ ალკოჰოლურ ზედოზირებას. ამას დაუმატეთ მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ვარდი სილაში და მიიღებთ იმას რასაც მათ ქალაქს ძახიან : „the City of Smiles.” შეუძლებელია ჰაუსს უსმენდე და მათი მუსიკის პირველივე გაგონებაზე არ შეგიყვარდნენ. Dj Sports და Manmade Deejay ამ საღამოს იქნებიან თქვენი მუსიკალური გზამკვლევნი ზაფხულის თაკარა მზის ჰარმონიულ საუნდტრეკებში, მანამდე კი წესით, ქართული დიჯეინგის  ძველმა სკოამ ზუკას თამადობით უნდა ჩამოხსნას სამი საათის წინ აგდებული ვინილები ჰაერიდან.  პატარა ოთახშიც ქართული ძველი სკოლის ორი უძლიერესი თამადა ვახო და ზეინკალი გაისვრიან იშვიათ, უცხო და საუცხოო ტრეკებს. ჩვენი ყველა გამოთვლით, ეს ღამე დაუვიწყარი უნდა იყოს.

Bassiani

ის ვეტერანი არტისტია – გერმანული, ხარისხიანი ტექნოს უბადლო მცოდნე და შემსრულებელი.

bassiani

ამავე ღამეს, ბასიანის მთავარ სცენაზე Tobias Freund ხმის ინჟინერიის ცოდნას დაგვიმტკიცებს ლაივ სეტით.  ის ვეტერანი არტისტია – გერმანული, ხარისხიანი ტექნოს უბადლო მცოდნე და შემსრულებელი. იგივეს თქმა შეგვიძლია ტომას ჰესლერზე, ასევე პროფესიონალიზმის აპოთეა. ჰორუმის ოთახში ქართველი ndrx გამოსცდის საკუთარ ბედს ჰაუსს ჟღერადობაში. ზურგს ოსთგუთ ტონის ოჯახის წევრი, პანორამა ბარის რეზიდენტი რაიან ელიოტი გაუმაგრებს. აქაც იგივე, სრული მძიმე კატეგორია რიგი პროფესიონალი დიჯეებისა. NO GAME, QUALITY!

 

KHIDI

თუ შაბათს ტექნო და მძიმე მუსიკა უფრო გიზიდავთ მაშინ, როგორც ალბათ სხვა დროს, ამჯერადაც ხიდსა და ბასიანს შორის მოგიწევთ არჩევანის გაკეთება.

SHXCXCHCXSH – secretthirteen.org

ხიდზეც ლაივ პერფომანსია დაგეგმილი, ისევ შვედური, ამჯერად დუეტი – SHXCXCHCXSH. ისენი ისე ჟღერენ, როგორც ქვიათ – მეტს აღარაფერს დავამატებთ, მსმენელი ნამდვილად ნასიამოვნები დარჩება. აი რაც შეეხება Shlomo-ს, იგი უკვე ფრანგი ტექნო არტისტია და ეტყობა კიდეც. მისი მუსიკალური ჟღერადობა ვერ ახერხებს გვერდი აუაროს IDM მუსიკალურ გავლენას, რაც გვერწმუნეთ, ძალიან კარგია – უფრო საინტერესოს ხდის მის მუსიკას და ასევე სელექციას. მათ გვერდით დაუკრავს ხიდის რეზიდენტი რომან აბრამოვიც, რომელიც შეეცდება იგივე მუსიკალურ გარემოში იხეტიალოს სეტის მიმდინარეობისას. G2-სცენაზე ბრიტანული ჰაუსი ქართულს შეეჭიდება. რომ შევაჯამოთ, ძლიერი ლაინაფია და საინტერესო არტისტები. ვაღიარებთ, რომ არჩევნის გაკეთება რთულია.

 

 

Comments

comments