Loading...
#followthevibeთბილისისაქართველოფესტივალები

ყველაფერი Tbilisi Open Air 2017-ის შესახებ

მოდიხარ Open Air-ზე? ალბათ ბოლო ერთი კვირაა, რაც ეს კითხვა ყველა სხვა კითხვაზე მეტად გვესმის. ჩვენ აუცილებლად მივდივართ (თუ არ გვიერთდებით ან მთავარი კონცერტების დასრულების შემდეგ ქალაქში ეძებთ გასართობს, წაიკითხეთ ჩვენი რჩევები საუკეთესო წვეულებებზე). სანამ თეთრ კურდღელს დაედევნებით, გაიგეთ რას უნდა ელოდეთ ლისის საოცრებათა ქვეყანაში.

Wonderland-ში მოხვედრა

 

Lisi Wonderland-ს რომ მარტივად მიაგნოთ, ფესტივალის დღეებში დელისის მეტროსადგურიდან დანიშნულების ადგილამდე უფასოდ მიგიყვანთ ავტობუსი, თან ისე, რომ ლოდინი მაქსიმუმ 15 წუთი მოგიწევთ. გაითვალისწინეთ, რომ ავტობუსები 13:00-დან 00:30-მდე იმოძრავებენ.

 

თუ ავტობუსს არ წყალობთ და მანქანით მოდიხართ, ფესტივალზე საპარკინგე ადგილს დაგახვედრებთ. ხანგრძლივობის მიუხედავად, მანქანის დაყენების საფასუხი 2 ლარი იქნება.

გილოცავთ! უკვე საფესტივალო ტერიტორიის შესასვლელთან ხართ!

 

დარჩენა

 

თუ კარვით დაბინავებას აპირებთ, არ დაგავიწყდეთ საკუთარი კარვის წაღება (ადგილზე არ დაგხვდებათ გასაქირავებელი კარვები). ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ თქვენი კარავი მაქსიმუმ 4 ადამიანზე უნდა იყოს გათვლილი.

ამ ბმულზე დარეგისტრირება და 15 ლარის გადახდა საკმარისია იმისთვის, რომ სამივე დღეს დარჩეთ კარვების ქალაქში, სადაც თქვენი კომფორტისთვის დაგხვდებათ საშხაპეები, ტუალეტები, შემნახველი საკნები, მოსასვენებელი კუთხეები.

განწყობა

ბარი

და თუ თქვენც, ჩემსავით კარვის გარეშე მიდიხართ ფესტივალზე, მაშინ უბრალოდ შეგიძლიათ გააგრძლოთ გზა და სანამ თქვენს საყვარელ შემსრულებელს სცენაზე იხილავთ, სასმელი იყიდოთ. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები გვეუბნებიან, ფესტივალის ტერიტორიაზე სასმლის გარედან შეტანა აკრძალულია. აქვე, შეგიძლიათ ნახოთ როგორც ალკოჰოლური, ასევე – არაალკოჰოლური სასმელების ზუსტი ფასები.

 

გასართობი ზონები

იდუმალი კვატების შესახებ თქვენც გაიგებდით, რომლებიც ისეთივე იდუმალები არიან – როგორც მათი სახელი. მათი საიდუმლოებით მოცული ვინაობის გარდა, ერთი რამ ზუსტად ვიცი – ისინი აქტიურ, სახალისო თამაშებსა და უამრავ სურპრიზს გვპირდებიან.

თუ ფესტივალზე ბავშვთან ერთად მოდიხართ, შეგიძლიათ, რომ თამაშობანას ანდოთ ის. საგანმანათლებლო და გასართობი თამაშები არც მათ მისცემს მოწყენის საშუალებას.

გამომსვლელები

პარასკევი, 16 ივნისი

ამასობაში გახდება კიდეც საღამოს შვიდი საათი და Tbilisi Open Air-ის მუსიკალურ ფესტივალს დაგდაგანი გახსნის. ქართული ჯგუფი სცენას დაუთმობს  Psychonaut 4-ს, რომელსაც Backwarmer, Sevdaliza მოჰყვება. Main stage-ზე ბოლო გამომსვლელი იქნება ამ დღის ჰედლაინერი, ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Anathema.

Golden Stage 20:00-დან ნინო ქათამაძესა და Insight-ს უმასპინძლებს.

შაბათი, 17 ივნისი

მეორე დღესაც ქართული ჯგუფი – Windshield გახსნის Open Air-ს. მათი მოსმენა Golden Stage-ზე შეგეძლებათ. ამავე სცენაზე ნახავთ Bedford Falls-სა და Friendly Mosquito-ს.

ამასობაში Main stage ,,არას” უმასპინძლებას, რომელსაც Eko & Vinda Folio, შემდეგ კი – Loudspeakers შეცვლის. იმის გარდა, რომ Open Air-ის მეორე დღეს ერთ-ერთი ჰედლაინერის Leningrad-ის მოსმენა შეგიძლიათ, Main Stage 90-იანი წლების ქართულ ბენდსაც დაეთმობა.

Soft Eject თითქმის 15 წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება დიდ სცენას. მგონია, რომ მსმენელი მათ გამოჩენას განსაკუთრებით ელოდება. თუ 1995 წელს ეკრანებზე გამოჩენილ კლიპში “Please Just Carry On” ბუხრის გარშემო შემოკრებილი ხალხი უსმენდა ტკბილ მელოდიებს, ამჯერად მსმენელი Main Stage-სთან შეიკრიბება, რომ კიდევ ერთხელ იხილოს სცენაზე საყვარელი მუსიკოსები.

კვირა, 18 ივნისი

Tbilisi Open Air-ის მესამე, დასკვნით დღეს Golden Stage უმასპინძლებს Killages-ს, ჯგუფს, რომელიც Tbilisi Newcomers 2017-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ამავე სცენაზე მოგვიანებით მოისმენთ Sexy Bicycle, Sf-X, Moku moku.

ამ ყველაფრის პარალელურად Main Stage უმასპინძლებს ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან The Black Marrows, Kung Fu Junkie, Young Georgian Lolitaz. მესამე დღეს და, შეიძლება ითქვას, რომ მთლიან მუსიკალურ ფესტივალს დახურავს Archive, რომელსაც ნამდვილად არ სჭირდება ჩემი წარდგენა.

მოკლედ, თუ თქვენც გგონიათ, რომ მუსიკა ათავისუფლებს, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ Tbilisi Open Air-ის მუსიკალურ ფესტივალს.
არ გამოტოვო ფესტივალის საუკეთესო მომენტები! გაიგე ყველაფერი მთელ ტერიტორიაზე არსებულ საკვებ თუ სასმელ ობიექტებზე, გასართობ და შემეცნებით სივრცეებზე.

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

* აუცილებელი ველები



სასურველი კატეგორია

Comments

comments