მობილური ფოტოგრაფია ისე შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, თითქოს მთელი ამ დროის განმავლობაშიც აქვე, ერთი ხელის გაწვდენაზე ყოფილიყო. როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ დღეს ადამიანების უმრავლესობა ვიღებთ ფოტოებს, ვაზიარებთ სხვადასხვა სოციალურ ქსელში და ვათვალიერებთ სხვების გადაღებულ ფოტოებს. ამ ბლოგ-პოსტში რამდენიმე სმარტფონის და მათი კამერების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც დაგეხმარებათ კიდევ უფრო ხარისხიანი ფოტოები გადაიღოთ. მანამდე კი არ დაგავიწყდეთ მობილური ფოტოგრაფიის ოქროს წესების შესახებ.
Samsung
ამ თემაზე საუბარი Samsung Galaxy S8–ით უნდა დავიწყოთ. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია მობილურით გადაღებული თითოეული კადრი და, ასევე, ის გამოსახულება, რომლითაც სხვის გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს ნახავთ, მაშინ 5.8 ინჩიანი Samsung Galaxy S8 თავისი HD+ ეკრანით უბრალოდ მისწრებაა თქვენთვის. სმარტფონის უპირატესობა ისაა, რომ ის წყალგამძლეა და 1.5 მ სიღრმემდე ნახევარი საათის განმავლობაში ჩვეულებრივ მუშაობს. თუ ბევრი სურათის გადაღება გიყვართ და მათი წაშლა ან სხვა მოწყობილობაში გადატანა თქვენი საყვარელი საქმე არ არის, მაშინ გაგახარებთ ის ფაქტი, რომ Samsung Galaxy S8-ის მეხსიერების გაზრდა 256 GB-მდემიკრო–ჩიპით შეგიძლიათ. 1.7 დიაფრაგმით, 26 მმ–ის ექვივალენტური ფოკალური სიგრძით გამოსახულება მკვეთრი და დახვეწილი იქნება.
Apple
Apple-ის უახლესი სმარტფონი iPhone 7–ია. თუ iOS ოპერაციული სისტემა მოგწონთ და ამ მობილურის დიზაინიც დახვეწილად მიგაჩნიათ, მაშინ კამერის შესაძლებლობებზე შეგიძლიათ არ იღელვოთ. Samsung Galaxy S8-ის მსგავსად, iPhone 7-იც წყალგამძლეა ზუსტად იმავე პირობებით – 1.5 მ სიღრმემდე ნახევარი საათის განმავლობაში. 4.7 ინჩიანი ეკრანი ამ მობილურ ტელეფონს გამოარჩევს მისი კონკურენტებისგან – ის სატარებლად მეტად კომპაქტური და მოსახერხებელია. 7 MP-იანი წინა კამერით თქვენთვის საყვარელ სელფებს გადაიღებთ, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ ზემოთ ნახსენებ Samsung Galaxy S8-ს 8 MP-იანი წინა კამერა აქვს, რაც შეიძლება ბევრს არაფერს ცვლიდეს, მაგრამ მაინც. 1.8 დიაფრაგმა თქვენს კადრებს უფრო ცოცხალს და ჟღერადს გახდის. უნდა გაითვალისწინოთ, რომ Apple-ის სმარტფონებზე მეხსიერების გაზრდა შეუძლებელია. ასე რომ, მისი შეძენისას ყურადღება მიაქციეთ რამდენ თავისუფალი GB გექნებათ სურათებისთვის 32 GB, 64 GB, 128 GB თუ 256 GB.
Huawei
ამ და სხვა სმარტფონებს ღირსეულ კონკურენციას უწევს Huawei P10, რომელიც მობილურ ფოტოგრაფიას ორლინზიანი კამერით უერთდება. ამ ლინზებიდან ერთი – ფერადი, მეორე კი შავ–თეთრია, რაც გამოსახულებას უფრო დახვეწილს ხდის. 5.1 ინჩიანი ეკრანი ამ სმარტფონის მფლობელებს FullHD ვიდეოს გადაღების საშუალებას აძლევს და ის ჯიბეშიც მშვენივრად თავსდება. Leica-ის ბრენდის კამერით, 2.2 დიაფრაგმით და 27 მმ–ის ექვივალენტური ფოკალური სიგრძით Huawei P9 მობილურ ფოტოგრაფიაში ერთ–ერთ წამყვან სმარტფონად მიიჩნევა. აქვე, უნდა შეგახსენოთ, რომ iOS-სგან განსხვავებით, მოცემულ მობილურ ტელეფონს შეგიძლიათ 256 გბ–იანი მიკრო–ჩიპით მეხსიერება კიდევ უფრო გაუზარდოთ, რაც, შესაბამისად, მეტ ფოტოს ნიშნავს. სელფის მოყვარული თუ ხართ, მობილურის შემქმნელებმა ამაზეც იზრუნეს და მობილურს წინა კამერად 8 MP-იანი კამერა აქვს 1.9 დიაფრაგმით.
Motorola
თუ თქვენი პირველი მობილურიც Motorola-ს ფირმის იყო, მაშინ მისი უახლესი სმარტფონი – Motorola Moto Z ნამდვილად ვერ დაგტოვებთ გულგრილს. ავტოფოკუსი, 2.0 დიაფრაგმა, 16MP-იანი კამერა ამ სმარტფონს მობილური ფოტოგრაფიის სივრცეში კონკურენტულს ხდის. დღის განათების პირობებში, არ გაგიკვირდებათ, თუ მობილურის ეკრანზე კაშკაშა ფერებს დაინახავს, აი ღამით კი ნამდვილად გაგაკვირვებთ LED flash, რომელიც ფერებსა და გამოსახულებას უფრო ბუნებრივს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ Motorola-ს წინა კამერა თავისი 5MP-ით ჩამოუვარდება კონკურენტ სმარტფონებს, ის ამ ,,ნაკლს“ ანაზღაურებს ფართოკუთხიანი ლინზით (85 გრადუსი), – რაც იმას ნიშნავს, რომ კადრში გაცილებით მეტი რამ ჩაეტევა, ვიდრე წინა კამერით გადაღებულ სურათს ,,მოეთხოვება“.
Sony
თუ სმარტფონებიდან Sony-ს გამოარჩევთ და თან მობილური ფოტოგრაფიით ხართ გატაცებული, მაშინ ეს სმარტფონი აუცილებლად შეგიყვარდებათ. Xperia XZ Premium–ით Sony-ს შეუძლია, რომ წამყვანი სმარტფონების რიგებში კვლავ დაიმკვიდროს ადგილი. 5.46 ინჩიან ეკრანზე უმაღლესი ხარისხის გამოსახულების ყურება ერთი სიამოვნებაა, თან თუ ეს გამოსახულება თქვენ მიერ გადაღებული ფოტოა. 19 MP კიდევ უფრო მეტ სიმკვეთრეს მისცემს სურათებს და ვინ იცის, იქნებ თქვენი ჰობი მომავალ პროფესიადაც აქციოს.
მზად ხარ გასაოცარი სურათების გადასაღებად? წაიკითხე ჩვენი პოსტი მობილური ფოტოგრაფიის ოქროს წესებზე.