თუ მოგზაურობისთვის ემზადებით, მაშინ ჩანთის ან ჩემოდნის ჩალაგებას თავიდან ვერ აიცილებთ. ამ დროს ათასი ,,არ დამრჩეს” გვიტრიალებს თავში. დღეს იმ ტექნიკის სიას შეგახსენებთ, რომელიც არ უნდა დაგრჩეთ მოგზაურობაში წასულს.
წყალგამძლე სმარტფონი
სმარტფონ სახლიდან გასვლის წინ ვამოწმებთ ხოლმე, თან გვაქვს თუ არა და გასაკვირი არაა, რომ სამოგზაუროდ მის გარეშე ცოტა ადამიანი თუ დადის. ის წარმატებით ითავსებს ფარნის, კამერის, რუკისა თუ დინამიკის ფუნქციას. მაგრამ წყალგამძლე სმარტფონი კიდევ უფრო კომფორტულს გახდის თქვენს მოგზაურობას – შეგიძლიათ არ ინაღვლოთ თუ გაწვიმდა და თან ერთი-ორი წყალქვეშა სურათიც გადაიღოთ. მანამდე კი გაიგეთ რას ნიშნავს წყალგამძლე სმარტფონი.
წყალგამძლე ჩასადები
თუ ჯერჯერობით არ გაქვთ წყალგამძლე სმარტფონი, ეს ვერ შეგიშლით ხელს ზღვაზე, მდინარესა თუ აუზზე ატაროთ თქვენი მობილური. წყალგამძლე ქეისები უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი სმარტფონი არაა შექმნილი წყალში საცხოვრებლად – დამცავი ქეისით მას უბრალოდ დაიცავთ წყლის წვეთებისგან. თუ ერთ მეტრზე ღრმად აპირებთ ყვინთვას, მაშინ სჯობს თქვენი სმარფონი ხმელეთზე დატოვოთ.
დამატებითი, გრძელი usb კაბელი
მოგზაურობისას დენის წყაროს სხვადასხვა უცნაურ ადგილას წააწყდებით. ასეთ დროს სტანდარტული USB კაბელი მოუხერხებელია – განსაკუთრებით მაშინ, თუ სმარტფონის დატენვასთან ერთად, მუშაობთ კიდეც. ჩვენი გამოცდილებით გეტყვით, რომ დამატებითი კაბელი ჩანთას დიდად არ ამძიმებს, მაგრამ მოგზაურობას ნამდვილად ამსუბუქებს. არ დაგავიწყდეთ, წაიყოლოთ სტანდარტული კაბელიც – მაინც, ყოველი შემთხვევისთვის.
ხმის ჩამხშობი საცობები
ხმაურიანი ბავშვები და არანაკლებ ხმაურიანი უფროსები, პარასკევი საღამო და შაბათი შუადღე – მოკლედ, მინოსური სიმშვიდის შესახებ შეგიძლიათ უბრალოდ დაივიწყოთ მოგზაურობისას. მუსიკალურ ფესტივალზეც კი, როცა 24 საათი გესმით ბასების ხმა, შეგიძლიათ თქვენი ყურები ცოტა ხნით ხმის ჩამხშობი საცობებით დაასვენოთ.
გარე დამტენი
დენის წყაროს რომ არ სდიოთ და თქვენი მოგზაურობაც უფრო სასიამოვნო გახდეს, გარე დამტენი აუცილებლად უნდა იყოს სამოგზაურო ჩანთაში. ენერგია ყველა ტექნიკას სჭირდება – განსაკუთრებით მაშინ, თუ მოგზაურობთ და სმარტფონის (და არამარტო) ელემენტი გაძლიერებული დატვირთვით მუშაობს. ჰო, რაც მთავარია, არ უნდა დაგავიწყდეთ ამ გარე დამტენის დატენვაც, თორემ მოგიწევთ ლოდინი – როდის შეივსება ამა თუ იმ ტექნიკის ელემენტი ბოლომდე.
,,ქეისი – ელემენტი”
თუ გარე დამტენის იდეა დიდად არ გხიბლავთ და თან გსურთ, რომ თქვენი სმარტფონი დატენილი იყოს ხოლმე, მაშინ ე.წ. ,,ქეისი – ელემენტი” უნდა მოსინჯოთ. ის, საშუალოდ, მობილურზე 4-ჯერ თხელია და მისი ელემენტის 120%-ს იტევს. ტელეფონი იტენება მაშინ, როცა უბრალოდ ქეისი აქვს მორგებული. თავად ქეისს კი ჩვეულებრივი USB-ით დატენით. მოკლედ, კიდევ ერთი გზა, რომ ელემენტს სიცოცხლე გაუხანგრძლივოთ.
Multi-USB adapter
ერთი დენის წყარო და რამდენიმე ტექნიკა აღარ წარმოადგენს პრობლემას, როცა Multi-USB adapter აღმოჩნდება თქვენს სამოგზაურო ჩანთაში. პატარა, მსუბუქი და გამოსადეგი – მეტი რა სჭირდება სამოგზაურო აქსესუარს. ჰოსტელებში, აეროპორტებში, სადაც რამდენიმე დენის წყაროს ვერ დაისაკუთრებთ, Multi-USB adapter მშვენიერი გამოსავალია. ზოგ მათგანს მოყვება სხვადასხვაგვარი შესაერთებელი დენის წყაროსთან – ასე რომ, ის მოერგება როგორც ევროპულ, ისე შტატებისა თუ ავსტრალიის დენის წყაროს.
წყალგამძლე Bluetooth დინამიკები
თუ ზღვა თქვენი საყვარელი ადგილია შვებულების გასატარებლად, მაშინ წყალგამძლე Bluetooth დინამიკები აუცილებლად უნდა მოიმარაგოთ. ტალღების ხმაურში საყვარელი მელოდიის მოსმენას ბევრი ვერაფერი შეედრება. თან არც იმაზე მოგიწევთ ნერვიულობა, წყლის შხეფი შეეხო თუ არა მას. მსუბუქი და კომპაქტური Bluetooth დინამიკები თქვენს პლაჟის ჩანთაშიც იპოვის კუთვნილ ადგილს.
Selfie Stick
კარგია ეს თუ ცუდი, Selfie Stick სამოგზაურო აქსესუარებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნივთია. გირჩევთ, რომ ისეთი Selfie Stick აარჩიოთ, რომელიც Bluetooth-ით დაუკავშირდება თქვენს სმარტფონს და უფრო კომფორტული იქნება. მისი შეძენისას ყურადღება მიაქციეთ, რომ Selfie Stick თავსებადი იყოს როგორც iOS, Android ან GoPro მოწყობილობებთან. მათთვის, ვინც მარტო მოგზაურობს და უნდა, რომ სხვადახვა ადგილას ფოტო შემორჩეს, Selfie Stick მნიშვნელოვანი ატრიბუტია.
Les is more პრინციპს ვერც ამ დროს ვუღალატებთ – ნაკლები ნივთი ნაკლებ თავის ტკივილს ნიშნავს. ასე რომ, კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი სამოგზაუროდ წასაღებ ნივთებს, არ დაგავიწყდეთ საჭირო ნივთების წაღება და არც ჩანთის შემსუბუქებაზე დაგწყდეთ გული.