Loading...
#პარასკევსრასშვები

#პარასკევსრასშვები | 14-15 ივლისი

ბევრმა საკლუბო მუსიკის მოყვარულმა და უბრალო მსმენელმა ალბათ უკვე აარჩია შუა ზაფხულში,რომელ ფესტივალებს დაესწრება და სად. ზოგი შეიძლება გაემგზავრა კიდეც თბილ ქვეყნებში საგულაოდ, ზოგმა ეროვნული EDM ფესტივალი ამჯობინა და ა.შ  მაგრამ შენ თუ ჯერ კიდევ თბილისის ჰაერს სუნთქავ არაფერი გაქვს სანერვიულო მუსიკის მხრივ (ნუ, ჰაერის გარდა), რადგან ეს და მომდევნო რამოდენიმე უიქენდი მთლიანი სეზონის გამორჩეული, სანთლით ნაძებნი არტისტებით არის დაკომპლექტებული.

პარასკევი, 14 ივნისი

Backstage76

No School Music!

როგორც თითქმის ყოველ პარასკევს, ამ რიცხვშიც გართობის დაწყებას  ნასაღამოვზე შემოგთავაზებთ და წასვლას Backstage76-ში პატარა, უშუალო, CHILL, მუსიკის მოსასმენად გირჩევთ. ამ დღეს OLD SCHOOL HIP-HOP ბიტებზე ქართველ ემსითა ახალი თაობა აილესავს ენას. უკვე კარგად ნაცნობი ქართული ბენდის Moku Moku-ს Moku T (ტატო რუსია) და ვინმე MC Clastar (ბაჩო გერგედა) შეეცდებიან მიკროფონის ნაკვერჩხალი გააღვივონ რის მოსასმენადაც ვაკის პარკში გასეირნება ნამდვილად ღირს, ზაფხულია ხომ ბოლო-ბოლო?

Mtkvarze

ის პარასკევს ღამით ერთგვარ დინამოდ მოგვევლინება დეკებზე, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს ჩვენს სხეულებზე და გვანახებს,თუ რას ნიშნავს ნამდვილი დეტროიტული ელექტრო ტექნო!

DJ Stingray • Cobert • Bero / / / Micro Bax • OCD

მტკვარზე დეტროიტული თელასის თანამშრომელი, ამერიკელი ნიკოლა ტესლა, აფროფუტურიზმის ღირსეშანიშნავი წარმომადგენელი, ელექტრონული მუსიკის განყენებული, თვითმყოფადი, ცალკე მდგომი მოვლენის – DREXCIYA-ს ტურ დიჯეი, ელექტრო მუსიკის გამორჩეული პროდიუსერი, მარველის  სუპერგმირ Electro-ს ყველაზე ცნობილი საკლუბო დიჯეიზაცია;  ქალბატონებო და ბატონებო წარმოდექით და ისე წაიკითხეთ – DEEEEEEEEJAYY STINGRAYYYYYY!!! თუ კი ზემოთ აღწერილით ვერ მიხვდით რა დონის არტისტზეა საუბარი lemme explain: ელექტრონულ მუსიკაში არსებობს საკულტო ელექტრო მუსიკის შემოქმედი დუო DREXCIYA. ეს დუო სატვირთოს  მძღოლის და ასევე მუსიკალური გენიოსის, აწ გარდაცვლილი (RIP) ჯეიმს სტინსონისა და გერალდ დონალდის კოლაბორაცია იყო, რომელიც არაერთხელ გამხდარა დღეს ყველასათვის ცნობილი დიჯეებისა თუ პროდიუსერების შთაგონების წყარო.  DJ Stingray-მ შორეულ 90-იანი წლებიდან Drexciyan DJ Stingray-ს სახელით დაიწყო საკუთარი მუსიკალური კარიერა, რამაც შემდგომში სოლო კარიერა ჩამოუყალიბა და სამუდამოდ განუსაზღვრა მისი კომპოზიციებისა,თუ სეტების ჟღერდობა – HARD ELEKTRO. ელექტრული ენერგია, მაღალი ძაბვა, up to 160 bpm ეს DJ STINGRAY-ს სტილია. ის პარასკევს ღამით ერთგვარ დინამოდ მოგვევლინება დეკებზე, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს ჩვენს სხეულებზე და გვანახებს,თუ რას ნიშნავს ნამდვილი დეტროიტული ელექტრო ტექნო! ამ გენერატორ კაცთან ერთად, დინამოს დატრიალებას, ასევე ელექტრო სელექციით შეეცდებიან მტკვარზეს BERO და Cobert. პატარა ოთახში ახალი სახეები Micro Bax  და OCD მეტადრე House, Techno სელექციით. მოკლედ, თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა სეზონის საუკეთესო ღამეთ შიეძლება კვალიფიცირდეს ეს ღამე მტკვარზე!

 

Khidi

. ის ლაივს დაუკრავს, რომელიც ჩვენ ყურის ბარაბნების სასიამოვნო დაზიანების შანსებს გააორმაგებს და ფეხის გულების ვიბრირებით ჩვენს გულებს დაიპყრობს. მის გვერდით ბოლო დროის სლავური აღმოჩენა, უკრაინელი STANISLAV TOLKACHEV

KHIDI 中: ❚ IN AETERNAM VALE ❚ STANISLAV TOLKACHEV ❚ PSYK ❚ SAPHILEAUM

ამ ღამეს თბილისს კიდევ ერთი ძველი სკოლის წარმომადგენელი და ფრანგული ტექნოს ცოცხალი ლეგენდა სტუმრობს. ამჯერად მასპინძელი კლუბი ხიდია, რომელიც კარებს ხარისხიანი ტექნოსა და ინდასთრიალ ტექნოს მძიმე წონით კატეგორიას გაუხსნის. IN AETERNAM VALE ინდასთრიალ ჟანრის ახალი სიცოცხლეა სხვადასხვა ანალოგ სითეზატორებითა თუ დრამ მანქანებით აწყობილი. თავიდან სამის, ხოლო ბოლოს კი ერთის – ლაურენ პროტის სოლო პროექტი არის ის, რაც მძიმე მუსიკის მოყვარულმა ხელიდან არ უნდა გაუშვას. ის ლაივს დაუკრავს, რომელიც ჩვენ ყურის ბარაბნების სასიამოვნო დაზიანების შანსებს გააორმაგებს და ფეხის გულების ვიბრირებით ჩვენს გულებს დაიპყრობს. მის გვერდით ბოლო დროის სლავური აღმოჩენა, უკრაინელი STANISLAV TOLKACHEV, რომლის ბოლო ალბომმაც საბოლოოდ დაადასტურა მისი უნიკალური ჟღერადობა და პროფესიონალიზმი პროდიუსინგში. ის, როგორც ბევრი სხვა ტექნო პროდიუსერი ჰევი მეტალის მსმენელი გახლდათ, რაც მის მუსიკასაც ეტყობა და მის სელექციასაც, რაშიც თავად დარწმუნდებით, რარიგ მოისმენთ მის მიერ შესრულებულ ჰიბრიდულ ლაივს ხიდის მთავარ სცენაზე. საფრანგეთსა და უკრაინს ამ ღამეს ესპანთი შეუერთდება მაშინ, როცა მადრიდელი Psyk დაუმშვენებს გვერდს. ის სელექციისას არ ერიდება აირჩიოს რაიმე გასხვავებული, რაიმე უჩვეულო, რამაც შეიძება დენსფლორი დააბნიოს. მისი სეტები არასოდეს არის დინამიური და მხოლოდ ერთ ხაზს გაყოლილი, მანუელ ანიოსი გამუდმებით ცდილობს მსენელს კომფორტი დაუკარგოს და რაიმე ახალი შესთავაზოს, რაც დამეთახნებით ნამდვილად დასაფასებელია. ამ სამ უძლიერეს არტისტის მეზარბაზნედ ქართული ელექტრონული მუსიკის, სახელდობრ ტექნოს აღზევების მუსიკალური შედეგი – ანდრო გოგიბედაშვილის SAPHILEAUM დაუდგება ლაივით. არ არის გამოსატოვებელი ღამე, ხიდის მუსიკალური გემოვნების ერთგვარი კულმინაციაა.

 

HŌRŌOM 

რავიცი, რატომაც არა?

HŌRŌOM NIGHTS #15: ▼TIN MAN ▼OBJECTOR TRAX B2B LILITH ▼KOTE JAPARIDZE

თუ დრო დაგრჩებათ ექსპერიმეტების ჩასატარბლად, ბასიანის ჰორუმის ღამეების ივეთზეც შეიარეთ. აქ Neo Acid-ის დოქორანტი დიჯეი და პროდიუსერი შეეცდება საკუთარი ძალები ჰაუს მუსიკის სელექციისას იპოვოს, რასაც ქართველ დიჯეებთა ახალი სკოლა აუბამს მხარს. რავიცი, რატომაც არა?

 

შაბათი, 15 ივლისი

Bassiani

 ჰორუმის ოთახს დისკოს, ჰაუსის, ტექნოსა და ზოგადად მსოფლიო საკლუბო ეუფორიის ქალღმერთი, გამორჩეული ფიგურა, ფემინისტი, მეამბოხე სული The Black Madonna სტუმრობს.

TIN MAN ■ DR. RUBINSTEIN ■ KANCHELI ■ THE BLACK MADONNA ■ KVANCHI

სელექციის გურუთა ოქროს ლიგა: Tin Man, როგორც უკვე აღინიშნა Neo Acid-ს უკრავს, თუმცა ის როგორც გამოცდილი დიჯეი და მუსიკის ენთუზიასტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი მუსიკალური ჟანრით, ასე რომ მისი უმაღლესი ხარისხის მიქსინგით რამოდენიმე ჟანრში ნამდვილად უნდა მოვიხიბლოთ. გვერდით DR. RUBINSTEIN ისრაელის მშვენება საკუთარი ტექნო, ელექტრო, ჰაუს და ტექნო სელექციით. ბასიანის სცეაზე acid ჟღერადობას მხარს აუბამს ბასიანის რეზიდენტი და გამორჩეული ქართველი დიჯეი Kancheli. ჰორუმის ოთახს დისკოს, ჰაუსის, ტექნოსა და ზოგადად მსოფლიო საკლუბო ეუფორიის ქალღმერთი, გამორჩეული ფიგურა, ფემინისტი, მეამბოხე სული The Black Madonna სტუმრობს. მისი სახელის გაგონებისას აუცილებლად უნდა გაგიჩნდეთ პროფესიონალიზმისა და მუსიკალური ბედნიერების ასოციაცია, რომელ განწყობასაც არაფერს დააკლებს დიჯეი Kvanchi. ძალიანი სასიხარულო, საამაყო და მისაბაძია ის ფაქტი, რომ ამ ბოლო პერიოდში ქართული კლუბები ქალ არტისტებს უთმობენ ასპარეზს, რომლებიც საკლუბო მუსიკის ახლებულ ხედვას გვთავაზობენ.

ამ ღამეს ბასიანის როგორც მთავარ, ასევე ჰორუმის სცენაზე ნამდვილი მუსიკის დღესასწაული არის და არ ღირს გამოსატოვებლად

 

Mtkvarze

 

ჩვენი აზრით შაბათ ღამით კლუბ მტკვარზეც უნდა შეიაროთ და თქვენი დასწრებით მადლობა გადაუხადოთ ამ კლუბს შესანიშნავი სეზონისა და განუმეორებელი მუსიკალური არჩევანისთვის. კლუბი მტკვარზე-ს მეხუთე სეზონი იხურება და ამ ღამეს დეკები ქართველ არტისტებს ეთმობა. ფირფიტების ამორჩევას ყველასათვის კარგად ნაცნობი, გამორჩეულად საინტერესო და საერთაშორისო საკლუბო სარბიელზე თვითდამკვიდრებული გაჩა ბაქრაძე დაიწყებს საკუთარი უნიკალური სელექციით, რაც წესით Toke-ს ლაივით უნდა გაგრძელდეს. მათ შემდეგ მტკვარზეს მთავარ სცენას გულაობის ბაკალავრი SUMO დაიკავებს და დამიჯერეთ, არ მოგაწყენთ. მას ნამდვილად კარგად გამოსდის თავი, რომელიმე ევროპულ ღია ცის ქვეშ გამართულ ფესტივალზე გაგრძნობინოთ. მტკვარზე-ს პატარა ოთხაში ყველაზე გამორჩეული ქართული მხარდამხარი ASH & Zeinkali შეეცდებიან რამე ახალი მოგასმენინონ, რაც კლუბში უცხოა და დროა შეეჩვიო, რასაც Kozmana-სა და BMI-ის დუეტი შეუერთდება. ნამდვილად ღირსეული არჩევანია სეზონის დასახურად!

 

Comments

comments