Gem-fest წლიდან წლამდე ცდილობს განიცადოს პროგრესი. ბევრი სიახლის გარდა, წელს ის დასახელდა პლანეტის ყველაზე ხანგძლივ ელექტრონულ ფესტივალად. პირველად მსოფლიოში, ყველა ქვეყნის ყველაზე ენერგიურ რეივერებს შეუძლიათ 32 დღის განმავლობაში გახდნენ ფესტივალის ნაწილნი. თუმცა, დროის ასეთი გახანგძლივებასთან ერთად ბევრი სიახლე შეემატა ფესტივალს შარშანდელთან შედარებით. რიგი პრობლემებისა, რომელსაც წინა წელს ვხვდებოდით, გამოსწორებულია. მაგალითად მუსიკალური ჟანრის მრავალფეროვნება, მეტი კომფორტი ფესტივალზე და ა.შ. ასე, რომ ჩვენ გაგაცნობთ იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც წელს გელოდებათ.
მეტი სცენა
ფესტივალი წელს გთავაზობთ 7 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სთეიჯს: Pixel stage, Colosseum stage, Estrella damm stage, Space bar stage, Eye stage, Off stage, Island stage.
ფესტივალის ყავს ისეთი მთავარი არტისტები, როგორებიც არიან Boris Brejcha, Gusgus, Paul Kalkbrenner, Solomun და სხვა. მათი მოსმენა შეგეძლებათ Colosseum ანუ, როგორც ცნობილია, Main stage-ზე.
აღსანიშნავია სრულიად ახალი Eye stage, რომელიც უცნაური და ძალიან ლამაზი რკინის კონსტრუქციებისგანაა აგებული. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ მეტი ჰაუს მუსიკით. მისი მთავარი გამომსვლელები წელს არიან Dennis Ferrer და Kollektiv Turmstrasse (live).
მუსიკალური მრავალფეროვნება
ერთი რამ, რაც შარშან ნამდვილად გვაწუხებდა ის იყო, რომ შეიძლებოდა ფესტივალის ყველა სცენა რამდენჯერმე შემოგეარა და ყველგან ერთმანეთის მსგავს მუსიკას მოისმენდი. მეტმა სცენამ ფესტივალის ორგანიზატორებს საშუალება მისცა, თითოეულისთვის კიდევ უფრო დამახასიათებელი ჟანრი აერჩიათ. თუ სტანდარტული EDM, dubstep, drum and bass არ გიზიდავს, შეგეძლება მთელი ღამე ისე გაატარო, რომ მთავარ სცენასთან არც მიხვიდე და დატკბე ტექნო, მრავალფეროვანი ჰაუსით თუ დისკოთი.
მეტი ინსტალაცია
ფესტივალის უნიკალურობისთვის მხოლოდ მუსიკა არ კმარა. წლიდან წლამდე საქართველოში ინსტალაციების კულტურა შემოდის. წელს უკვე ეს Gem-fest-ზეც იგრძნობა. ფესტივალზე მისულები, ხშირად შეეჩეხებით სხვადსხვა მასშტაბურ, უცნაურ რკინის კონსტრუქციებს, რომელიც ტერიტორიას უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის.
გასაგრილებელი მთელ ტერიტორიაზე
ანაკლიის რთულად ასატან კლიმატს წელს შედარებით ეფექტურად ებრძვიან. ფესტივალზე დამატებულია სივრცეები, სადაც შეძლებთ არა მხოლოდ დუშის, არამედ დიდი კონსტრუქციებისგან შემქნილი აბაზანის ქვეშ გაგრილებას. აქ რამდენიმე ადამიანს ერთდროულად შეუძლია შეებრძოლოს სიცხეს. გარდა ფესტივალისა, ბარებმაც გაითვალისწინეს ეს პრობლემა და თავიანთ სივრცეებს დაამატეს საშხაპეები.
მეტი დასარჩენი
გარდა იმისა, რომ თავად ფესტივალს აქვს საკუთარი საკარვე ზონა, რომელიც ბევრად უფრო დიდი მასშტაბისაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ასევე, გაიზარდა ფესტივალის გარეთ დასარჩენი ადგილების რიცხვიც. ფესტივალიდან სულ რაღაც 500 მეტრში, სპეციალურად Gem-fest-ელებისთვის გაიხსნა ძალიან ბევრი ჰოსტელი, სადაც ღამის გათევასა და დასვენებას შეძლებთ. ასევე გალმუხურისა და ანაკლიის ტერიტორიაზეც გელოდებათ უამრავი გესთ ჰაუსები თუ ჰოტელები, უბრალოდ აირჩიეთ!
ჩართული აკვაპარკი
მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებშიც, აკვაპარკი კუთვნილ ტერიტორას იკავებდა, აღსანიშნავია, რომ წელს ის მთელი დღის განმავლობაში მუშაობს და გვანებივრებს თავისი თავბრუდამხვევი ატრაქციონებით. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ აკვაპარკი არ ეკუთვნის Gem-fest-ის ტერიტორიას. იქ მოსახვედრად შესვლის ფასის გადახდაა საჭირო.