Loading...
Tech

სმარტფონები ყველაზე მძლავრი ბატარეით

სმარტფონის შერჩევისას ყველას სხვადასხვა კრიტერიუმი გვაქვს. ზოგს დახვეწილი დიზაინი ურჩევნია ყველაფერს, ზოგისთვის მობილურ ტელეფონში კამერა უპირველესია. თუ თქვენ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ მობილურის ბატარეას, მის სიმძლავრესა და გამძლეობას, მაშინ სმარტფონის არჩევაში ჩვენ მოგეხმარებით.

გარე დამტენი კარგი გამოსავალია, როცა ჩვენი მობილური დიდი სიცოცხლისუნარიანობით არ გამოირჩევა. ამ დროს არ გვიწევს დენის წყაროს დევნა და რამდენჯერმე შევავსებთ ბატარეას. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ დამატებითი მოწყობილობა დამატებით ყურადღებასა და სივრცეს მოითხოვს. მძლავრი ბატარეა კი თქვენს ჩანთას ნამდვილად შეამსუბუქებს.

 

Moto Z Play

Moto Z Play-ის ბატარეა 13-14 საათის განმავლობაში იქნება თქვენს განკარგულებაში. არ გეგონოთ, რომ მოგიწევთ ენერგიის დამზოგველ რეჟიმში ყოფნა, ეკრანის განათების დაწევა ან სხვა ხრიკები ბატარეის ,,გადასარჩენად”. ჩართეთ ინტერნეტი, უყურეთ ვიდეოებს, მიწერეთ მეგობრებს – Moto Z Play თქვენს ხელთაა.

 

Oneplus 5

OnePlus-მა ბაზარზე ნამდვილად დაიმკვიდრა თავისი ნიშა – შედარებით ხელმისაწვდომი ფასი და წამყვანი ბრენდების მსგავსი მონაცემები გულგრილს ვერ დაგტოვებთ. OnePlus 5 ამის ნათელი მაგალითია. მართალია, მისი სახელი Samsung-ისა და Apple-ისავით ნაცნობი არაა, მაგრამ ღირსეულ კონკურენციას უწევს ასეთ ბრენდებსაც კი. ბატარეით, რომელიც 13 საათის განმავლობაში ძლებს, მისი შემქმნელები ნამდვილად ამაყობენ. Dash Charge სისტემა საშუალებას გაძლევთ, რომ 30 წუთიანი დატენვის შემდეგ ახალი სიცოცხლე ,,აჩუქოთ” თქვენს სმარტფონს.

 

Cat

Cat-ის სმარტფონი ამ ჩამონათვალში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი დიზაინი და მყარი კორპუსი ლაშქრობის დროს არ მოგცემთ სმარტფონზე ნერვიულობის უფლებას. მძლავრი ბატარეა კი დაახლოებით 13 საათის სიცოცხლეს აჩუქებს თქვენს სმარტფონს. ეს მობილური ტელეფონი უფრო მიმზიდველი გახდება თუ ვიტყვით, რომ ის წყალგამძლეა და თან თერმულ სურათებსაც იღებს.   

 

Samsung Galaxy S8+

დაახლოებით 11 საათის განმავლობაში ძლებს ისეთი სმარტონების ბატარეები, როგორიცაა Samsung Galaxy S8+ ან Huawei Mate 9. არაა გასაკვირი, რომ ხსენებულ სმარტფონებს მძლავრ ბატარეასთან ერთად სხვა არაერთი ღირსება გამოარჩევს – კამერიდან დაწყებული, დიზაინით დამთავრებული.

 

სხვა სმარტფონები

შედარებით დაბალი ბიუჯეტის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ ZTE Nubia Z11, Moto G5 Plus ან LG H 990. ისინი, საშუალოდ 10 საათის განმავლობაში შეასრულებენ თქვენს დავალებებს. გაითვალისწინეთ ის, რომ ბატარეის გამოცდის დროს 4G ინტერნეტი იყო ჩართული და ყოველ სმარტფონში სულ მცირე სამი ფანჯარა მაინც იყო გახსნილი.

მაშინ, როცა ჩვენი ეკრანის ზომა, პროცესორის სიმძლავრე და აპლიკაციების ხარისხი იზრდება, ჩვენს ბატარეას უბრალოდ არ აქვს უფლება გვიმტყუნოს და მზის ჩასვლამდე დაჯდეს. ის ფუნქციები, რომელიც ჩვენს მობილურ ტელეფონს აქვს, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩვენთვის მთელი დღის განმავლობაში. ამას კი მძლავრი ბატარეა ნამდვილად უზრუნველყოფს.  

Comments

comments