Up to date ფესტივალი, რომელიც პოლონეთის მიძინებულ ქალაქ ბიალისტოკში იმართება, ტექნოს მოყვარულებისთვის მნიშვნელოვანი შეკრების ადგილია. მან არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ მსოფლიო მასშტაბით გაითქვა სახელი, როგორც ანდერგრაუნდ ელექრონული მუსიკის ღირსეულმა ფესტივალმა.
[/caption]
მოქმედება ორ ნაწილად იყოფა. დღის განმავლობაში, ქალაქის ცენტრალურ ადგილზე მდებარე დიდებულ საოპერო სახლში იმართება შოუქეისები, ხოლო ღამით მუნიციპალურ სტადიონთან არსებულ მანქანების პარკინგზე ნამდვილი რეივები ეწყობა. ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ღამის სთეიჯი მოიცავს, როგორც რეპ და ბას მუსიკას, ასევე ტექნოსა და ემბიენთს.
სცენები
The Electronic Beats stage – ფერადი დეკორაციებით გაფორმებული კომფორტული და მეგობრული გარემო, სადაც DJ სეტები და ლაივ პერფორმანსები იკვრება. აქ მონაწილებას იღებენ ცნობილი პოლონელი რეპერები.
ხოლო, Technosoul stage-ის სივრცე ორი ღამის განმავლობაში სიბნელეს ინარჩუნებს, სადაც წითელი ვიზუალები და საუკეთესო საუნდ სისტემაა.
წელს, 8 და 9 სექმემბერს, რიგით მერვე Up to date ფესტივალი გაიმართება. დაუკრავენ ისეთი არტისტები, როგორებიცაა Gesloten Cirkel, Marco Shuttle, Nthng, Ancient Methods b2b Vatican Shadow და სხვა. ჩვენი ჟურნალისტები ბიალისტოკში ხვალ გაემგზავრებიან. გამოგვყევით ინსტაგრამზე @eventer_ge და გამოსცადეთ იგი ჩვენთან ერთად