ერთ-ერთი მთავარი, რაც წინასწარ უნდა განსაზღვრო ფესტივალზე წასვლისას – დასარჩენი ადგილია. სიგეტზე ამისთვის ორი არჩევანია – ფესტივალის ტერიტორიაზე ან სადმე ქალაქში, თუმცა ამჯერად პირველ ნაწილს შევეხოთ. ქალაქში უამრავი ჰოსტელი, ჰოტელი და ბინაა, მაგრამ ასევე ფართო არჩევანია თავად Sziget-ის ტერიტორიაზე.
რატომ სჯობს ფესტივალზე დარჩენა?
ამ დროს ფესტივალის ატმოსფეროს ნაწილი ხარ: გაღვიძებს მზე, ახლოს ხარ ადამიანებთან და მეგობრებს იჩენ ნებისმიერი წინაღობის (და კედლების) გარეშე, ხდები ნამდვილი Szitizen-ი, მთლიანად ეშვები მუსიკალურ სამყაროში და ყოველი წამი საინტერესო და განსხვავებული ხდება. თანაც Sziget-ი თქვენ და თქვენს მეგობრებს არჩევანის მრავალფეროვნებას გთავაზობთ. თქვენ უბრალოდ ხელი დაადეთ!
Basic Camping
გაემგზავრე ფესტივალზე ადრევე და ამოირჩიე შენთვის მოსახერხებელი ადგილი კარვის გასაშლელად: შეხვედრის ადგილთან ახლოს ან ყველაზე მაგარ ბართან. 7 დღიან, 5 დღიან ან 2 დღიანი აბონიმენტის შემთხვევაში შეგიძლია დაბანაკდე სპეციალურად აღნიშნულ ადგილებზე, თითქმის ყველგან გარდა სთეიჯების გარშემო, გზებზე ან დახურულ საკარვე ზონაში.
რა სერვისების გამოყენება შეგიძლია?
- შეგიძლია იპოვნო მოსახერხებელი ადგილი შენი Sziget-ური მოთხოვნილებებისთვის.
- გამოიყენო შხაპი
- ესტუმრო საპირფარეშოს
რა უნდა წაიღო და რა დაგხვდებათ იქ?
თუ იქვე დარჩენა გინდა, რა თქმა უნდა, აუცილებლად კარავი გჭირდება. თუ გეზარება მთელი გზა კარვით იარო, მაშინ Sziget Camping set აიღე.
- წამოიღე ყველაფერი, რაც კომფორტს შეგიქმნის: საძილე, პარალონი, ბალიში… გაითვალისწინეთ, რომ ამ და ბევრი სხვა ნივთების შეძენაც შეგიძლიათ ფესტივალის ვებ-მაღაზიაში.
- შეინახე შენი ნივთები უსაფრთხოდ და დაიცავი დაცულ საკეტებში.
Alternative Camping
გაუმჯობესებული საკარვე ზონა სადაც დამატებით სერვისად იტალიური საჭმელი და სხვა მრავალი რამ დაგხვდება!
- იტალიური სტუმართმოყვარეობა და საერთაშორისო ვიბრაციების კომბინაცია.
- 24/7-ზე მიღება: ეს არის დახურული საკარვე ზონა და სტუმრებს მხოლოდ Alternativa Camping სამაჯურის შემოწმების შემდეგ შეეძლებათ შესვლა.
- იტალიურ და ინგლისურენოვანი მასპინძლები: მიიღებთ ინფორმაციას და დახმარებას დღის ნებისმიერ დროს.
- შეგეძლებათ თქვენი ბარგის დატოვება, სრულიად უფასოდ.
- Wi-fi ცხელ წერტილში (უფასო): დაათვალიერე Sziget მობილური აპლიკაცია პროგრამის შესახებ ინფორმაციისთვის, გაუზიარეთ ფესტივალის გამოცდილება თქვენს მეგობრებს.
- დამატებითი საპირფარეშოები და საშხაპეები: არ მოგიწევთ საკარვე ტერიტორიის დატოვება.
- მობილური ტელეფონის დამტენი (დამატებითი საფასური).
- დაცული კარადები (დამატებითი საფასური).
ასევე არის Apéro (ფრანგი მასპინძლებით), Siesta (თითქმის VIP საკარვე ზონა), Bridge და ძალიან მაგარი Caravan camping.
Caravan Camping
Sziget-ში საკუთარი ფურგონით შემოსვლა გინდა? ჩვენი აზრით, ეს იდეალური ვარიანტია გასაჩერებლად. ფესტივალის ტერიტორიაზე ყოფნა კარვის დისკომფორტის გარეშე.
Family Camping
თუ თქვენი შვილებიც თქვენსავით ფესტივალების მოყვარულები არიან და მათთან ერთად გინდათ ამ ჯადოსნური დღეების გატარება, არც ეგ არის პრობლემა.
ამ გზით თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ თქვენი საფესტივალო არდადეგებით თქვენს შვილებთან ერთად. აქ უამრავი სათამაშოები და ენთუზიაზმით სავსე სტაფი დაგხვდებათ, რომლებიც ბავშვებს გაართობენ, სანამ თქვენ ფესტივალის მთავარ ადგილზე დაიკარგებით. 14 წლამდე ბავშვებისთვის შემოსვლა უფასოა.
რა უნდა იქონიოთ თან?
- კარავი ნებისმიერი საჭირო
- საკუთარი შვილები.
ასევე ფესტივალი მოიცავს ხის სახლებისა და ქოხების ტერიტორიას, VIP ზონას, სამკუთხედი სახლების არეალს და ა.შ. ქალაქში დასარჩენი ალტერნატივებისთვის ყველაზე პოპულარული Airbnb, ჰოსტელები და couchsurfing არის.