Loading...
ფესტივალები

Sziget – თავისუფლების კუნძული

 

თავისუფლების კუნძულზე მოხვედრა ვის არ უნდა,  მითუმეტეს თუ, ევროპის საუკეთესო მუსიკალური ფესტივალი გელოდება!

Sziget-ი ბუდაპეშტის კუნძულ ობუდაზე გამართული ლეგენდალური თავგადასავალია, სავსე მრავალფეროვანი მუსიკით, თვალისმომჭრელი განათებებით, გემრიელი სასმელებით, შთამაგონებელი სპეკტაკლებით, ბედნიერი და მშვიდობისმოყვარე ხალხით და სხვა მშვენიერებებით. მოკლედ რომ ვთქვათ, თავისუფლების კუნძულზე ბოდიალისას, მარტივია დაიკარგო, მაგრამ სულ არ განაღვლებდეს ეს ფაქტი.

1993 წლიდან Sziget-ი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ცნობილ არტისტებს იწვევს და მათ ფანებს დაუვიწყარ 7 დღიან სამოთხეს  ჩუქნის. თავდაპირველად ფესტივალი მხოლოდ სტუდენტებისთვის იყო გათვლილი, თუმცა წლიდან წლამდე მასშტაბები ფართოვდებოდა და  შედეგმა პიკს მიაღწია  2016 წელს 496,000 სტუმრით მსოფლიოს 95 ქვეყნიდან.

ბრიტანულმა ჟურნალმა The Independent-მა  ევროპის 5 საუკეთესო ფესტივალს შორის Sziget-იც დაასახელა, ასევე ორჯერ აქვს მოპოვებული European Festivals Awards-ში Best Major European Festival-ის წოდება.

Sziget-ი  ყოველთვის ანებივრებდა მის სტუმრებს განსხვავებული პროგრამებით, რომელიც მოიცავს:

ხელოვნებას_ ფესტივალი 200ზე მეტ აპლიკანტს იწვევს და შესაძლებლობას აძლევს დიზაინერებს, მოქანდაკეებს, მხატვრებს და უბრალოდ ენთუზიაზმით სავსე მოხალისეებს, ფესტივალის ტერიტორია გაალამაზონ თავიანთი ნამუშევრებით. გიგანტური მოწყობილობები და უცნაური განათებები ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ფესტივალის ინდივიდუალურობასა და უნიკალურობაში;

თეატრსა და ცეკვას_ ფესტივალის განმავლობაში შეგეძლებათ დაესწროთ თანამედროვე ჟანრის სპეკტაკლებსა და ცეკვებს, როგორც უნგრული ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნის დასების წარმოდგენით;

Sziget (მდინარე ნადუბის) სანაპიროს, სადაც ერთადერთი რაც გევალება კოქტეილით ხელში მზის ქვეშ კოტრიალი და დასვენებაა. განტვირთვაში მუსიკალურად ჯაზზ სცენა დაგემხარებათ;

Hungarikum Village-ი ფესტივალის ტერიტორიაზე უნგრულ ატმოსფეროს გაამძაფრებს და წარმოგვიდგენს მათ სამზარეულოს, სასმელებს, სხვადასხვა ნივთებს და მოკლედ რომ ვთქვათ, ქვეყნის ღირებულებებს. გამართავენ ყოველდღიურ ვორქშოპებს, იოგას და ცეკვის გაკვეთილებს, იქნება უამრავი თამაშები და სპორტზონაც კი.

სექსუალური, საშიში და სასაცილო წარმოდგენა _ უზარმაზარი ქაფის ტალღები არ დაგვავიწყდეს, რომელიც თქვენს განწყობას საპნის ბუშტებივით მსუბუქს გახდის. ცეცხლოვანი ცეკვები, შეჯიბრებები, საქველმოქმედო მარათონი. რამდენს წვდება ადამიანის წარმოსახვის უნარი, არა?

ფესტივალი გამოირჩევა ორგანიზებულობითაც: ბანკომატები, ფოსტა, აფთიაქები, სამრეცხაო, სუპერმარკეტი. მეტსაც გეტყვით: მათთვის ვინც ოჯახით აპირებს ფესტივალზე წასვლას, ძიძებიც კი მოგემსახურებიან და შეგეძლებათ საკუთარი შვილები საიმედო ხელს მიაბაროთ!

Sziget-ის სტუმრები ანუ Szitizen-ები განსაკუთრებული უფლებებითაც კი სარგებლობენ. Citypass-ის წყალობით Szitizen-ებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო ტრანსპორტით ქალაქის მასშტაბით და ბუდაპეშტის სახელგანთქმული, ფერადი აბანოებით. ასევე სპეციალური ფასდაკლებით თავისუფლების კუნძულის ტერიტორიაზე. წარმოიდგინეთ, ფესტივალზე საკუთარი პასპორტით!

2017 წლის ლაინ აფსაც შევავლოთ თვალი.

Kasabian, Alt-J, Birdy, Breaking Benjamin, Tycho, Pj Harvey, Pink, Dakhabrakha, Paul Van dyk, The Kills, Interpol and Mac DeMarco და კიდევ უამრავი, უამრავი, ძალიან მაგარი არტისტი.

რეგიდან ჯაზამდე, ელექტრონულიდან ეთნო მუსიკამდე… Sziget-ის სთეიჯებზე ნებისმიერი ჟანრის მუსიკის მოსმენა შეგეძლებათ 9 დან 16 აგვისტომდე.

ფესტივალზე დასარჩენად ჩეგიძლიათ კარვები გაშალოთ კუნძულზე. ისინი ვინც მთელი კვირის განმავლობაში დარჩებიან ძალიან დიდ მუსიკალურ გამოცდილებას მიიღებენ და უამრავი “ველური” ამბავი ექნებათ მოსაყოლი მეგობრებისთვის. თუ დიდად ველური პირობები არ გიტაცებს, შეიძლია ქალაქში იპოვო ადგილი.

რაც მთავარია ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ ფესტივალზე ყოფნისას ყველა შესაძლებლობა და შემოთავაზება გამოიყენოთ, გაიცნოთ უცნობი ადამიანები, დაისვენოთ, დაიღალოთ, გაერთოთ და გაართოთ. ეს არის თავისუფლების კუნძული, ეს არის უფრო მეტი ვიდრე რეალობა…

შეიძლება Sziget-ზე ერთხელ მოხვდეთ, მაგრამ მთელი ცხოვრება გაგყვებათ მოგონებები დაუჯერებელ და თავბრუდამხვევ Sziget-ურ თავგადასავლებზე.

Comments

comments