Loading...
სხვა

Sonar +D

Sónar + D არის საერთაშორისო კონგრესი, რომელიც აერთიანებს ერთობლივ აქტივობებს: კრეატიულობისა და  ტექნოლოგიის ურთიერთობებს,   კულტურული მრეწველობის ციფრულ ტრანსფორმაციას.

იგი ტარდება ბარსელონაში, Fira Montjuïc-ზე, Sónar de Día პარალელურად, და კრებს  ექსპერტებს (ტექნოლოგები, მეწარმეები, მხატვრები, კომპანიები და მკვლევარები) მთელს მსოფლიოდან, რათა წარმოადგინონ და განახორციელონ ინიციატივები და ინსტრუმენტები, რომლებიც მომავალ შემოქმედებით გამოცდილებას წარმოადგენენ მუსიკის, გამოსახულების, ინტერაქტიული კონტენტისა და ტრანსმედია პლატფორმების სფეროებში.

მისი მიზანია პროფესიონალებს შორის  შემოქმედებითი, ტექნოლოგიური და კულტურული მრეწველობის სექტორში ცოდნის გაზიარება, დებატები, ნიჭის ექსპოზიცია და ა.შ. ამდენად, Sónar + D არის ორგანულად ინტეგრირებული Sónar ფესტივალთან და ხელს უწყობს, მუსიკასთან ერთად შეინარჩუნოს აქტიური დინამიკა.

Sónar  2017-ზე უამრავი პრეზენტაცია, ვორქშოპი, ლექცია იმართება. ერთერთი ძალიან საინტერესო დემონსტრაცია Stage+D -ზე გაიმართება, სახელწოდებით:

How Our Robots Will Charm Us (and Why We Want Them to)

Sonar +D / sonarplusd.com

ამ განხილვაში, პროდაქთ და ფუტურისტი დიზაინერი Carla Diana ისაუბრებს  სახლში ჭკვიანი ობიექტების არსებობის მნიშვნელობაზე. ის  ხაზს გაუსვამს დიზაინერების შესაძლებლობებსა და  პროდუქციის შექმნის მნიშვნელობაზე.

ის, რაც თავდაპირველად ჩუმი და სტატიკური იყო, ახლა უკვე მღერის, ბრწყინავს, ხმაურობს და ონლაინ რეჟიმშიც მუშაობს. ზოგი გამუდმებით ხმებს უსმენს,  ზოგს აქვს უნარი სწავლისა და შეუძლიათ მათი ქცევების დროთა განმავლობაში დახვეწა. საკმაოდ კარგი საშუალებაა ამ პრეზენტაციაზე დასწრება მათთვის, ვისაც გეგმები ან უბრალოდ დაინტერესება აქვს რობოტიკული და ტექნოლოგიურ სფეროში.

ასევე შეგიძლიათ დაესწროთ კინემატოგრაფისტისა და შემოქმედებითი რეჟისორის, Jeremy Boxer-ის, ვოქრშოპს,  ელექტრონული მუსიკის პროდიუსერის, პროფესორ Oriol Rosell მასტერკლასს და სხვა მრავაკლ აქტივობას.

Bjork | sonarplusd.com

რაც მთავარია, Björk უერთდება Sónar + D’Networking day-ს და  ოთხშაბათს 14 ივნისს,  ის ისაუბრებს მისი ცხოვრების მანძილზე არსებულ კავშირებზე აუდიოვიზუალთან. დაწყებული მისი ჩანაწერებიდან, დამთავრებული ინოვაციური ვიდეოკლიპებით, რომელზეც ისეთ მნიშვნელოვან რეჟისორებთან  ერთად იმუშავა, როგორებიცაა Michel Gondry, Chris Cunningham, or Spike Jonze.  ასევე Biophilia, მობილური პლატფორმების აპლიკაციაზე, რომელშიც მისი ალბომის სიმღერები გადაიწყობა ინტერაქტიულ სიმღერებად.  ბიორკის პრეზენტაცია ექსკლუზიური იქნება  Delegate Pass მფლობელებისთვის.

Comments

comments