მელომანი, თავგადასავლების მაძიებელი, ინოვატორი, კრეატიული… თუ ფესტივალის პერსონიფიკაციას დავუშვებთ, წარმოგიდგენთ SONAR ფესტივალს. თუმცა ის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფესტივალი. :3
ზაფხული, მზიან და ქვიშიან ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ელექტრონული მუსიკით გაჟღენთილ გარემოში, სადაც დღე და ღამე ინდივიდუალურ სიახლეებსა და შესაძლებლობებს გთავაზობს.
ფესტივალის შესახებ
SONAR-ი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია, რომელიც 1994 წლიდან ითვლება კრეატიულობითა და ტექნოლოგიებით მრავალფეროვან გარემოდ. აქ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოხალისეები იკრიბებიან და მუსიკასთან ერთად ეზიარებიან ინოვაციურ და თანამედროვე გამოგონებებს.
უკვე 23 წელია SONAR-ი ყოველ ივნისს, ბარსელონას სამი დღით გარდაქმნის ელექტორონული მუსიკისა და მულტიმედიური არტის ეპიცენტრად. განსხვავებით სხვა, მრავალი ფესტივალისა, Sonar-ს საკარვე ზონა არ გააჩნია, რადგან ღონისძიებები მთელი ქალაქის მასშტაბით ტარდება და საცხოვრებელი ბარსელონაში და მის ირგვლივ უნდა ეძებოთ. ოთახის წინასწარ დაჯავშნა აუცილებელია, რადგან ამ სამი დღისთვის თავისუფალი ჰოსტელებისა თუ ჰოტელების პოვნა შეუძლებელია.
ფესტივალი დაყოფილია დღის Sonar By Day და ღამის Sonar By Night-ად, რომელიც სხვადასხვა ტერიტორიებზე იმართება. მსურველებს შეუძლიათ, როგორც სამ დღიანი (Sonar Pass: €180.00), ასევე ინდივიდუალური დღის ბილეთების შეძენა.
Sonar By Day
დღის სონარზე მუსიკალური წარმოდგენის გარდა უამრავი აქტივობები იმართება. SonarCinema გთავაზობთ კინოჩვენებებს, ვიდეო არტებსა და სარეკლამო რგოლებს, SonarPro შესაძლებლობას გაძლევთ დაესწროთ ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების გამოფენა-დემონსტრირებას, ასევე იმართება ლექციები, კონფერენციები, პერფონმანსები და სხვა. ბიზნესსა და ტექნოლოგიის სფეროში მომუშავე პირებს საუკეთესო საშუალება ეძლევათ, არასამუშაო და არაფორმალურ გარემოში გაიცნონ ადამიანები, რომლებთანაც შეიძლება მომავალში საქმიანი კავშირიც დაამყარონ.
Sonar By Night
ფესტივალის მთავარი და გემრიელი ნაწილი, მაინც ღამის სონარია, რომელიც ცენტრიდან უფრო მოშორებით იმართება, რაც გადაადგილებას ოდნავ ართულებს. ტერიტორიაზე მისვლა შესაძლებელია Sonar Bus-ებით, ასევე ქალაქის მეტროთი, ავტობუსებით და ტაქსით (15-20თ). ღამის სონარზე ყოფნა ენერგიების ზღვაში შეცურვას გავს, მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. მთელი ღამის განმავლობაში მუსიკა არ წყდება და დასვენება შეუძლებელია, აქ რეალურად იგებ ხარ თუ არა ამ სუბკულტურის ჭეშმარიტი წევრი. გამოცდაჩაბარებულს შეგიძლია დილის 8 საათზე საცხოვრებლისკენ გაემართო და ძალები აღიდგინო შემდეგი გამოწვევებისთვის.
რატომ Sonar?
დღესდღეობით მუსიკის მოყვარულებს უამრავი საშუალება გვეძლევა დავესწროთ საყვარელი მუსიკოსის ლაივებს ამა თუ იმ ქვეყანაში, სხვადასხვა დროს. თუმცა Sonar-ი საქმეს გვიმარტივებს და საერთაშორისოდ აღიარებულ არტისტებს ერთ სივრცეში ათავსებს და შესაძლებელს ხდის, ამ მცირე დროში და ნაკლებ თანხაში მოვუსმინოთ უამრავ შემსრულებელს, რომელთა ინდივიდუალურ მოსმენასაც ალბათ 1 წელს მაინც მოვუნდებოდით: Justice, Moderat, Nicolas Jaar, Eric Prydz, Amnesia , Scanner, Cashmere cat, Clmas casino, Damian lazarus, David lang, Nina kraviz და სხვა ცნობილი თუ დამწყები არტისტები.
ფესტივალის გარშემო
მათთვის ვისაც სამი დღე არ ყოფნის, ორი დამატებითი დღეა დაგეგმილი. Opening Night Björk DJ Set და the Closing Concert 14 და 18 ივნისს. ასევე, Sonar+D 13 ივნისს გამართავს Networking Day-ს, სადაც მოხდება პროფესიონალთა აზრების გაცვლა-გამოცვლა, ვორქშოპები, დებატები და ა.შ.
რაც მთავარია ფესტივალის ყველა დღეს შეგიძლიათ გამოიყენოთ Free Wifi და დატენოთ თქვენი მობილურები. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ხარ მელომანი, თავგადასავლების მაძიებელი, ინოვატორი და კრეატიული, ივნისში რა გეგმები გაქვს? ^^