2017 წელს Sonar ფესტივალი 15, 16 და 17 ივნისს გაიმართება და შემოგვთავაზებს მრავალფეროვან ფლეილისტს, რომელშიც კარგად იკვეთება წლის ყველაზე მნიშვნელოვანი არტისტები, ტრენდები. Sonar რადიკალურად განსხვავდება სხვა ფესტივალებისგან. როგორც წესი, ორგანიზატორები ცდილობენ მუსიკოსების სელექციით, ტერიტორიის მოწყობითა და სხვადასხვა ფერადი, თვალისმომჭრელი აქტივობებით დააინტერესონ სტუმრები. Sonar-ის მთავარი აქცენტი კი სუფთა მუსიკალურ ღირებულებსა და ხელოვნებაზეა. Eric Prydz, Amnesia , Scanner, Cashmere cat, Clmas casino, Damian lazarus, David lang, Nina kraviz და სხვა უამრავი მუსიკოსები არსად უკრავენ ისეთი მონდომებით, როგორც ბარსელონაში შეკრებილი მსმენელის წინაშე. მათ მიერ სპეციალურად ღონისძიებისთვის შექმნილი მიქსები შეგიძლიათ მოისმინოთ soundcloudზე, ჩვენ კი ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლებს განვიხილავთ:
Björk
14 ივნისს, ფესტივალს წინა ღამეს ყველასთვის ცნობილი ისლანდიელი მომღერალი და კომპოზიტორი Björk-ი ექასკლუზიურად გახსნის თავისი განსაკუთრებული DJ Set-ით. მისი მუსიკალური სტილი განისაზღვრება, როგორც ეკლექტურობა. მან ბოლო ალბომისთვის “Vulnicura”, იმუშავა ყველაზე ცნობილ კრეატორებთან და პროდუსერებთან, რომლებიც სხვადასხვა დისციპლინების წარმომადგენლები არიან. მისი ქარიზმა, აურა და ამოუწურავი ექსპერიმენტალური შესაძლელობების წყალობით, ბოლო 25 წლის მანძილზე ინარჩუნებს ერთერთ პირველ ადგილს ახალი ტრენდების შექმნასა და მუსიკის განვითარებაში.
Tutu
ფესტივალის პირველი სტუმარი Tutu შუადღეს SonarVillage-ზე თავის ლაივ სეტს შემოგვთავაზებს. კატალონიელი არტისტი Sónar 2013-ის საპატიო წევრი იყო და დემონსტრირება მოახდინა მისი თანდაყოლილი შესაძლებლობებს გამიქსოს deep house, cosmic disco, introspective electronica, electo dance, garage, techno, breaks, bass music და future beats. მისთვის ჟანრების ასეთი კომპლექსური სინთეზი პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ყოველი ნაწილი გრძნობებიდან მოდის.
Prins Thomas
მზის ჩასვლის ფონზე Estrella Damm-ის სთეიჯს ნორვეგიელი Prins Thomas-ი დაიკავებს, რომელმაც სახელი მოიხვეჭა მისი სკანდინავიური დისკოს დამსახურებით. ამ წელს ის Sónar-ს შესთავაზებს მის საუცხოო mid tempo dance სეტს, რომელიც სავსეა ფსიქოდელიური ხმებითა და სპირალიზებული მელოდიით.
Justice
ელექტრონული მუსიკის ფრანგული დუეტი. მათ მუსიკაში იგრძნობა ძლიერი როკისა და ინდის გავლენა. ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ Justice-მა ახალი ალბომი გამოსცა, სახელწოდებით “Woman”. ისინი ათ ახალ ტრეკზე მუშაობენ ლონდონის თანამედროვე ორკესტრთან და ვოკალისტებთან _ Morgan Phalen (Diamond Nights) და Johnny Blake (Zoot Woman). Sónar in 2017-ზე ისინი ახალ შოუს ამზადებენ, რომლის ფორმატიც ჯერ კიდევ მზადებაშია. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, თავიანთ სახელს, როგორც ერთერთ ყველაზე ამაღელვებელ ლაივ არტისტებს, წელს კიდევ უფრო გაამყარებენ.
The Black Madonna
ინტელექტი, დეტერმინაცია და ცეკვა – ვისაც მისი გამოსვლა უნახავს, ყველამ აღიარა, რომ Black Madonna-მ უდიდესი ნაბიჯი გადადგა საერთაშორისო დიჯეების პრესტიჟულ წრეში მოსახვედრად. ამერიკელი არტისტი, ცნობილია თავისი ნარნარა და დინამიური ვინილ სეტებით, რომლის ოქტავები დისკოდან ტექნომდეა გაჭიმული. მის უკიდეგანო ენერგიას, გადამდებ სიამოვნებას და უნარს დაამყაროს კონტაქტი თავის მსმენელთან, მოუცავს ისეთი ადგილები, როგორიცაა Panorama Bar. დასახელებული იყო მეოთხე ადგილზე Resident Advisor’s Top 10 Online Mixes 2014 წელს. The Black Madonna არის მომავლის კლუბური კულტურისა და მუსიკის ერთერთი განუმეორებელი სახე.
Nicolas Jaar
ყველასთვის ცნობილი ახალგაზრდა, ჩილეელი არტისტი, Sónar 2017- ს წარუდგენს თავის მხატვრულ კარიერაში განსაკუთრებით წარმატებულ და მნიშვნელოვან მომენტებისგან შემდგარ ლაივს, რომელიც გამოქვეყნდა მის პოპულარულ ალბომში “Sirens”. მას არ ეშინია თავის ახალ კომპოზიციებში მძაფრი კონტრასტების შედგენა, სიჩუმესა და ხმაურს შორის ცვალებადობა, ერთი ხელით აკუსტიკაში და მეორეთი ჟანრების (blues, ambient, cumbia, noise, house) სინთეზში. 16 ივნისს ის SonarPub by Thunder Bitch-ის სთეიჯზე, Sonar By Night-ს თავისი ელექტრონიკით მოაჯადოვებს.
Moderat
წელს მუსიკალური ფესტივალი, ცნობილი გერმანული კოლაბორაციის, Moderat-ის გარეშე წარმოუდგენელია. Moderat-ი დღეს ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და პოპულარული ჯგუფია. მათმა შოუებმა და რელიზებმა ადგილი დაიკავა საიტების, ჟურნალების და ფორუმების მიმოხილვებში. პარასკევს ღამით SonarClub-ის სცენაზე შეძლებთ ისიამოვნოთ მათი ძლიერი სთეიჯ შოუთი, რომელშიც უხვადაა სანახაობრივი განათება და ეტაპობრივი დიზაინი. და რა თქმა უნდა მოუსმინოთ ტრეკებს, რომლებიც გახდა ჰიტები ახალი თაობის სუბკულტურებში. ელექტრონიკა, ჰაუსი, მინიმალ ტექნო – Moderat-ი მზად არის Sonar-ზე მოსულ სტუმრებს დაუვიწყარი ღამე აჩუქოს.
On the Watch
გარდა გამორჩეული შემსრულებლების გამორჩეული გამოსვლებისა, ფესტივალის ყველაზე საინტერესო ღირებულებაა ახალი მუსიკოსების აღმოჩენა. მათი გემოვნებიანი პრომოუტერებს იშვიათად თუ გამორჩებათ ყველაზე საინტერესო და ნაკლებად ცნობილი არტისტები. არის ლაინაფში ვინმე ისეთი, ვისი გაზიარებაც სხვებისთვის გენანებათ ხოლმე?