Loading...
#პარასკევსრასშვებითბილისი

#პარასკევსრასშვები 23-24 ივნისი

წინა კვირის უქმეები, საჭიროა ისტორიას დარჩეს ისე, როგორც თბილისის მრავალფეროვანი საკლუბო მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული კვირა! თუმცა, ამ კვირაში Ableton-ის მამის აუდიო-ვიზუალური შოუ ალბათ ორ ვიქენდს უდრის.  რობერტ ჰენკეს სინათლის 5 წლიანი კვლევის შედეგების საკუთარი თვალით ნახვის შემდეგ რთულია რამემ გაგვაკვირვოს, მაგრამ მუსიკა არ ჩერდება!

პარასკევი, 23 ივნისი

Bassiani

ის ბრიტანელია – ბრიტანელებმა იციან როგორ გამოიყენონ დეკები ისე, რომ გაგრძნობინონ ინლისის, ამერიკისა და გერმანიის კონვენცია ძლიერი, პირდაპირ ვენებში გამავალი ჟღერადობითა და ხმაურით.

BASSIANI / HOROOM: ■ STEVE BICKNELL ■ ZITTO ■ ZESKNEL ■ MALL GRAB ■ WILLOW

აუცილებლად უნდა დაესწროთ ბრიტანული ტექნო სცენის ლეგენდის steve bicknel მასტერკლასს პარასკევს ბასიანზე. სტივის სეტი, არ იქნება მოსაწყენი, უბრალო, ბერლინური ტექნო სეტი. ის ბრიტანელია – ბრიტანელებმა იციან როგორ გამოიყენონ დეკები ისე, რომ გაგრძნობინონ ინლისის, ამერიკისა და გერმანიის კონვენცია ძლიერი, პირდაპირ ვენებში გამავალი ჟღერადობითა და ხმაურით. ის, რაც ბასიანის ტექნო სცენას სჩვევია. მის გვერდით Zitto იქნება, რომელსაც ბასიანის მუდმივი თანამებრძოლების ბრმა სიყვარულის გარდა, სხვა აქტიური ტექნო მსმენელიც აფასებს. აი ზუკა ბაბუნაშვილის ქვესკნელურ პროდაქშენს სახელწოდებით Zesknel ნამდვილად დავუთმობდით მთლიანად დროს. Zesknel ლაივზე არაფერს გეტყვით, საიდუმლოდ უნდა დარჩეს მისი მაღალფარდოვანი, ნამდვილი, სულში ჩამწვდომი ტრეკები. ჰორუმის ოთახში ნამდვილი „გულაობაა“. ბოლო წლების საკლუბო სცენის Yung Lean, არც თუ ისე ძლიერი დიჯეი მაგრამ საკმაოდ ცნობილი – Mall Grab! მოლ გრაბმა იცის იუთუბის ჩარტებში მოხვედრა, ასევე შეგხვდება იუთუბის ავტოფლეის მოყვარულთა ფლეილისტში და კლუბში უკრავს დისკოდან ჰაუსამდე ყველაფერს რასაც მეხსიერების ბარათზე დაატევს. Workshop Records ზე თუ გსმენიათ რამე? თუ პასუხი არის კი, მაშინ გეცოდინებათ, რომ Jens Kuhn, ცნობილი როგორც Lowtec უხარისხოს ან სუსტ არტისტს არ მისცემდა საშუალებას მის ლეიბლზე გამოსულიყო. მეტსაც გეტყვით Willow-ს პირველი EP გასული წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი იყო მის ჟანრში და იმასაც დავამატებდი, რომ სოფიას არ ეშლება სელექციისას ტრეკების ისე განლაგება, რომ გაოცება მოასწროთ.

Mtkvarze

Easy, მელოდიური ტექნოთი და ჰაუსით (შეიძლება ტექ-ჰაუსითაც, გული არ დაგწყდეთ). გიო შენგელია და ბაჩოზე იცით ყველაფერი, ძველი სკოლა.

Julian Perez • Gio Shengelia • Bacho / / / Anna Haleta • Bero

პარასკევს საღამოს ბასიანის ალტერნატივა კლუბი „მტკვარზე“ იქნება,  Easy, მელოდიური ტექნოთი და ჰაუსით (შეიძლება ტექ-ჰაუსითაც, გული არ დაგწყდეთ). გიო შენგელია და ბაჩოზე იცით ყველაფერი, ძველი სკოლა. სტარტზე Julian Perez არის  – ცოტა electro ცოტა ჰაუსი, ცოტა ტექნო – ხომ ხვდებით, ესპანეთი. ამ კლუბშიც, როგორც ზემოთ ჩვენი ფავორიტი ქალი დიჯეები არიან. როგორც ბასიანზე, აქაც პატარა ოთახში Anna Haleta – ულამაზესი პიროვნება და კარგი სელექტორია. მის გვერდით ბეროა, გაგვიგია ბეროსაც უყვარს electro სელექციაო. მოკლედ, თუ ეს მუსიკა გიყვართ მტკვრის სანაპირო უნდა აირჩიოთ პარასკევს.

შაბათი, 24 ივნისი

Khidi

DJ PETE AKA SUBSTANCE შეეცდება საკუთარი გამოცდილება ხიდზე მისულ აუდიტორიას გააცნოს და კიდევ ერთხელ გაახსენოს რანი იყვნენ და რანი არიან ნამდვილი ტექნო პროდიუსერები.

DJ PETE AKA SUBSTANCE ❚ MICHAL JABLONSKI ❚ BOYD SCHIDT ❚ KOTE JAPARIDZE ❚ L8

შაბათ ღამით  მოსალოდნელია ბერლინის Hardwax დეკადის მუსიკალური სელექცია კლუბ ხიდის მთავარ სცენაზე. DJ PETE AKA SUBSTANCE შეეცდება საკუთარი გამოცდილება ხიდზე მისულ აუდიტორიას გააცნოს და კიდევ ერთხელ გაახსენოს რანი იყვნენ და რანი არიან ნამდვილი ტექნო პროდიუსერები. გვერდით პოლონელი ენთუზიასტი, ტექნოს ფანი – იუთუბ ჩენელი რომ ქონდეს 5000 გამომწერი ეყოლებოდა დღეში იმდენი რამე იცის ამ მიმდინარეობაზე კაცი – Michał Jabłoński. მისი მუსიკალური ღირებულბა ტექნო სცენის ბაზარზე მყარი ქიქებიდან დაბ ტექნო ჟღერადობამდე კვალიფიცირდება და თუ ეს მოგწონთ ხიდია ამ ღამეს თქვენი ადგილი. G2-ში ახალბედა კოტე ჯაფარიძე შეეცდება გვანახოს რა ისწავლა. მის გვერდით L8 , იგივე ტეტეჩი და ქართული ტექნოს (თუ ასეთი რამე არსებობს) პიონერი დუო – Boyd Schidt.

Horoom

თუ ბასიანის ვერიფიკაცია ჰორუმის ღამეების ვერიფიკაცია გავლილი გაქვთ შაბათსაც შეგიძლიათ Willow-ს სმენით დატკბეთ. არაფერს დააკლებს Kvanchiც – ნამდვილი დიონისე ჰაუს მუსიკის და სიყვარულის ენერგიის გენერატორი!

Mtkvarze

ისინი ლირიკის, ბითის, ტრეკების არჩევის გურუები არიან. ვერ მოიწყენთ, აჰყვებით, გაგიხარდებათ.

Trus’me • Cobert • A.Tabukashvili / / / Luna999 • Cutkill • Misho

თუ ხიდზე არ გინდათ და ჰორუმს ვერ ესწრებით – მტკვარზე მშვენიერი ჰიპ-ჰოპ ღამეა მიშო ურუშაძე, მაქსიმე მაჩაიძე და MC CUT AND KILL BABY – სთან ერთად. ისინი ლირიკის, ბითის, ტრეკების არჩევის გურუები არიან. ვერ მოიწყენთ, აჰყვებით, გაგიხარდებათ. ოღონდ ეს მტკვარზე პატარა ოთახში. დიდში მანჩესტერის მშვენება დიჯეი, კარგი სელექტორი, ჰაუსისა და ტექნოს პროდიუსერი, ლეიბლის Prime Numbers (რომელზეც თავის დროზე რელიზდებოდნენ Linkwood, Fudge Fingas, Actress :O) დამფუძნებელი  (და უბრალოდ კარგი ადამიანი) TRUS’ME. თქვენი ყურების მისთივს ნდობა ამ ღამეს გამართლდება! მასთან ერთად იმუზიცირებენ ქართველი დიჯეები: კობერტი და Boyd Schidt-ის ერთ-ერთი ნახევარი სოლო პროექტით -A. Tabukashvili

 

Comments

comments