ამ სტატიაში გაგაცნობთ ფესტივალებს, რომელზე მოსახვედრადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოკლე მგზავრობა (ან ზოგჯერ, ფეხით გასეირნება!) არის საჭირო.
Primavera Sound
ბარსელონა, ესპანეთი
პრიმავერა უკვე რამდენიმე წელია საერთაშორისო სცენაზე ჰიტ პოზიიას იკავებს. აუდიენციას იგი ჰიპ-ჰოპის, ინდის და სხვა ჟანრების ყველაზე ცნობილ და დიდ სახელებს სთავაზობს და ასევე შანსს აძლევს, მომავალი ჰიტ ბენდები პირველებმა მოისმინონ. უზომოდ მიმზიდველია ლოკაციაც - ბარსელონას პლიაჟებზე შუადღის გატარების შემდეგ შეგიძლია 15 წუთში გადაინაცვლო ფესტივალზე, სადაც წელს შეძლებ მოისმინო Bon Iver, Frank Ocean, The XX and Arcade Fire.
როდის: 31 მაისი - 4 ივნისი
ფასი: € 80
Sziget
ბუდაპეშტი, უნგრეთი

როდის: 9 - 16 აგვისტო
ფასი: € 325
Ms Dockville
ჰამბურგი, გერმანია
Fusion, Hurricane და Melt!თან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფესტივალი ვილჰელმსბურგის კუნძულზე, ჰამბურგში ტარდება. ქალაქური ნავსადგომი ფერად ინსტალაციებსა და გაფორმებებში ეწყობა. ფესტივალი განსაკუთრებით ინდი მუსიკის მოყვარულებს მოეწონება - წელს MS Dockville-ზე იქნებიან: Interpol, Django Django, Caribou, Four Tet და Little Dragon on the bill.
როდის: 18 - 20 აგვისტო
ფასი: € 104
Flow
ჰელსინკი, ფინეთი
ფერადი ფინური ფესტივალი, რომელიც ყოველ წელს ინდუსტრიულ ქარხანაში ტარდება, ციმციმა ნათურებით, ფურგონებით და ურბანული პლიაჟებითაა დატვირთული. ლაინაფი, რომელშიც The XX, Aphex Twin, Lana Del Rey და John Hopkins შედიან, ნებისმიერი მუსიკალური გემოვნების მსმენელს მოხიბლავს. თუმცა ღონისძიება მხოლოდ მუსიკალური სელექციით არ გამოირჩევა: ფესტივალზე ჰელსინკის ყველაზე ავანგარდული რესტორატორები მიდიან საუცხოო გემოების აღმოსაჩენად. ფურგონის წინ შეგეძლებათ მიირთვათ კერძები, როგორიცაა: შებოლილი კალმახი ახალი კარტოფილით, ველური სოკობი, კამის და კიტრის პესტო და მსგავსი დელიკატესები.
ფესტივალი ცენტრთან ფეხით სავალ მანძილზეა და ამავე დროს სტუმრებს გარემოსგან სრულ იზოლაციის და სხვა სამყაროში აღმოჩენის შანსს აძლევს.
როდის: 11 - 13 აგვისტო
ფასი: € 185
