ტელეფონის ელემენტი მუდმივი პრობლემაა – არაერთ მნიშვნელოვან მომენტში გაგვთიშვია ყველას: იქნება ეს ზარი, ნავიგაცია უცნობ ქალაქში ძვირფასი კადრი, ან თუნდაც ახალი ტურის გახსნა თამაშში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ახალი სმარტფონი მძლავრი ელემეტით გვხვდება, უმეტესობაზე ამას ვერ ვიტყვით. გარე დამტენის ყიდვა ყოველთვის ჭკვიანური ინვესტიციაა და ბევრ დისკომფორტს მოგაშორებთ. ის განსაკუთრებით გამოსადეგია ფესტივალებზეც, რადგან ამ შემთხვევაში ტელეფონის ხალხმრავალ ადგილას დატოვება არ გიწევთ. ძვირფასი ნივთის დაკარგვის გამო განყოფილებაში სირბილმა შეიძლება ყველაზე განსაკუთრებულ მომენტს მოგწყვიტოთ.
როცა გარე დამტენის ყიდვას გადაწყვეტთ, mAh, A და სხვადასხვა რიცხვებსა და სიმბოლოებში დაიკარგებით. დაბნეულობა რომ მოგაშოროთ, ამ პოსტში დაწვრილებით აგიხსნით ყველაფერს, რაც დამტენის ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ და მისი წაკითხვის შემდეგ თავდაჯერებული შეძლებთ აარჩიოთ ის დამტენი, რომელიც თქვენ გჭირდებათ.
ტევადობა
ერთ წინადადებაში რომ ავხსნათ – მეტი მილიამპერი მეტ ტევადობას და დატენვას ნიშნავს.
ყველაზე მთავარი ტევადობაა. ისევე, როგორც მობილური ტელეფონის შემთხვევაში, დამტენის ტევადობაც მილიამპერებით (mAh) განისაზღვრება. ერთ წინადადებაში რომ ავხსნათ – მეტი მილიამპერი მეტ ტევადობას და დატენვას ნიშნავს. თუმცა, სანამ 20,000 მილიამპერიანის ფასი შეგაშინებთ, აგიხსნით, რომელი რაოდენობა რა შემთხვევაშია რეკომენდირებული.
როგორც წესი, გარე დამტენების ტევადობა 2,000-დან იწყება. უმეტესი სმარტფონების შემთხვევაში ეს 50%-მდე დატენვისთვისაც არაა საკმარისი.
ყოველდღიური სტილიდან გამომდინარე, გირჩევთ 6,000 ით დაიწყოთ – ტელეფონს 2-ზე მეტჯერ დატენის. 10,000 ყველაზე კომფორტულია – ყოველ ჯერზე ორი მოწყობილობის დატენვა არ მოგიწევთ. თუკი ხშირად ხართ ქალაქგარეთ, 15-20 ათასიანი ნამდვილი სამოთხეა – შეგიძლიათ დენის წყარო მთელი კვირით დაივიწყოთ.
სისწრაფე
გირჩევთ, 2 ამპერიანი აირჩიოთ. ასე ფაქტიურად არაა განსხვავება დროში – ტელეფონი ისევე სწრაფად დაიტენება, როგორც დენის წყაროში შეერთების შემთხვევაში.
მეორე მნიშვნელოვანი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, დატენვის სიჩქარეა. ჩვეულებრივ, გარე დამტენს 1 ან 2 ამპერიანი პორტი აქვს (ან შეიძლება რამდენიმე პორტი ქონდეს, სხვადასხვა სიმძლავრის). 1 ამპერი ტელეფონებზე საშუალო სიჩქარისაა, ხოლო ტაბლეტებზე ნელი. გირჩევთ, 2 ამპერიანი აირჩიოთ. ასე ფაქტიურად არაა განსხვავება დროში – ტელეფონი ისევე სწრაფად დაიტენება, როგორც დენის წყაროში შეერთების შემთხვევაში. იშვიათად გარე დამტენებს 3 ამპერიანი, სწრაფი დატენვის პორტიც აქვთ.
ბრენდის არჩევა
გარდა ამ რამდენიმე მახასიათებლისა, გარე ბატარიის ხარისხი იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ბევრს ჰგონია.
- უხარისხო აპარატმა შეიძლება მალე დაკარგოს დატენვის უნარი და გამოსაცვლელი გახდეს, ან ნაკადი სათანადოდ ვერ დაარეგულიროს და თქვენი მოწყობილობის ელემენტი დააზიანოს
- იაფფასიან დამტენს შეიძლება უხარისხო აქსესუარები მოყვეს, მაგალითად ნელი usb კაბელი – რაც თავად მისი დატენვის სიჩქარეს საგრძნობლად შეამცირებს.
ამ ყველაფრის თავიდან აცილება მარტივია – შეიძინეთ სანდო ბრენდი. დღეს ყველაზე პოპულარული არის Anker, MI (Xiaomi) და Remax დამტენები.
სხვა, შედარებით ნაკლებად ცნობილ მაგრამ ხარისხიან გარე დამტენებზე მაღაზიის კონსულტანტს სთხოვეთ რჩევა, და უკეთ დაგაკვალიანებთ (ნახეთ ზუმერის ფილიალები).