მუსიკალური ფესტივალები ყოველთვის ცდილობენ სტუმრებს უნიკალური გარემო შეუქმნან და რამდენიმე დღით ცალკეულ სამყაროში აცხოვრონ. თუმცა, არაფერი მოგწვეტს ყოველდღიურობას ისე, როგორც ბუნებაში, ცივილიზაციისგან შორს ყოფნა. დაკარგე ყოველდღიურობა და იპოვე თავისუფლება ამ ადგილებში!
Træna
სოფელი ტრაენა, ნორვეგიანორვეგიის ყველაზე მცირედ დასახლებულ მუნიციპალიტეტში, ოკეანის ნაპირზე გამართულ ღონისძიებაში Træna-ს 500-ვე მაცხოვრებელი მონაწილეობს. ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ და ველურ გარემოს ნორვეგიული მუსიკა, მელოდიული ელექტრო პოპი ემილი ნიკოლასისგან და KUUK ის ბითები სტუმრებს დაუვიწყარ და გლაციერულ ზონაში ზაფხულის განმავლობაში მზე არასდროს ჩავა და ფესტივალის მიმდინარეობისას არასდროს დაღამდება, რაც ერთგვარ სიზმრის ეფექტს სძენს მთლიან გამოცდილებას
როდის: 6-9 ივლისი
ფასი: € 130
Electric Castle
ტრანსილვანია, რუმინეთირუმინეთის უდიდესი ფესტივალი მუსიკის, ტექნოლოგიისა და ხელოვნების დღესასწაულად იქცევა 15 საუკუნის ციხე-სიმაგრეში. ტრანსილვანიურ არქიტექტურასთან გემოვნებიანად არის შერწყმული ეკლექტური სცენები და დეკორაციები. ტყეში ჩაფლული ოთხი სცენა ტბის გარემოცვაში მყოფ საიდუმლო კუნძულს ქმნის, და ცივილიზაციისგან მოშორებულ ადგილას მუსიკა 24 საათი არ წყდება. თუ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, სტუმრებს შეუძლიათ უამრავი სხვადასხვა აქტივობით დაკავდნენ: საჰაერო ბუშტით გაისეირნონ, მცირე იოგაში ივარჯიშონ და TEDx ის გამოსვლებიც კი მოისმინონ.
როდის: 12 - 16 ივლისი
ფასი: € 130
Meadows in the Mountains
როდოპის მთები, ბულგარეთიკოცონები, პატარა სცენები და ტყეში ბოდიალი - Meadows in the mountains-მა სახელი გაითქვა, როგორც უნიკალურად ჯადოსნურმა გამოცდილებამ. აქ შეგიძლია ღრუბლებს ზემოთ მყოფმა, მუსიკის მოსმენისას, მზის ამოსვლას უყურო. მცირე სცენები და მეგობრული ატმოსფერო, თავგადასავლებით სავსე მთები, ნისლიანი ხედები გონებასაც ბურუსში ახვევს. ფესტივალის 1000-მდე დამსწრეს უზომოდ ფერადი გარემო ხვდება და მათი უმრავლესობაც 70-იანების ნოსტალგიითაა შემოსილი. ამ საკარვე, ველურ გარემოში შეძლებთ ანდერგრაუნდის ძალიან საინტერესო წარმომადგენლების მოსმენას: Jane Fitz, Al Dobson Jr and Mo Kolours ჰედლაინერებს შორის არიან. მრავალფეროვანი ლაინაფი ტექნოს, ჰაუსსა და სოულს მოიცავს.
როდის: 9 - 11 ივნისი
ფასი: € 140
Earth Garden
მალტას კუნძულიმალტის ფესტივალი ევროპის ერთ-ერთ საიდუმლო მარგალიტადაა აღიარებული. 10 წლის იუბილის შემდეგ ფესტივალი საერთაშორისო ვიზიტორებისთვისაც გახსნილია. დაარსების დღიდან მისი მთავარი იდეოლოგია გარემოს დაცვაზე, კრეატიულობასა და ინსპირაციის ძიებაზე იყო და მალტას მოსახლეობაში უზომოდ პოპულარული გახდა. წელს სტუმრებს 4 მუსიკალური სივრცე, 35-ზე მეტი live, ორი დაჩრდილული საკემპინგე ტერიტორია სრული აღჭურვილობით და უამრავი საინტერესო სივრცე დახვდებათ. ამასთან ერთად, მთლიან გამოცდილებას არაჩვეულებრივი ამინდი და ხელმისაწვდომი ფასები კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
როდის: 1-4 ივნისი
ფასი: € 25