ბუდაპეშტი ქართველებისთვის პოპულარული დანიშნულებაა და ზაფხულის განმავლობაში ბევრი ესტუმრება ამ ზღაპრულ ქალაქს, თუმცა უნგრეთის დანარჩენ ნაწილებს იშვიათად თუ სტუმრობენ. არადა, ბევრი რეგიონი რადიკალურად განსხვავდება დედაქალაქისგან და სტუმრებს უნიკალურ, შუასაუკუნეების ევროპის ატმოსფეროს სთავაზობს. მათთვის ცალკე მოგზაურობის გამოყოფა შეიძლება ბევრს დაენანოს, მაგრამ აზრი იცვლება თუ ახალი ადგილის მონახულებას თან საოცნებო მუსიკოსების მოსმენა ახლავს. უნგრეთის სამივე ფესტივალი ერთი გუნდის, Sziget-ის მიერ ტარდება და არცერთი ჟანრის მსმენელს დატოვებს იმედგაცრუებულს. მაშ ასე, თუკი ზაფხულში ბუდაპეშტისკენ გაფრენას აპირებთ, დაამთხვიეთ ამ თარიღებს!
Sziget
ბუდაპეშტი, უნგრეთითავისუფლების კუნძულზე მოხვედრა ვის არ უნდა, მითუმეტეს თუ, ევროპის საუკეთესო მუსიკალური ფესტივალი გელოდება! Sziget ბუდაპეშტის კუნძულ ობუდაზე გამართული ლეგენდალური თავგადასავალია, სავსე მრავალფეროვანი მუსიკით, თვალისმომჭრელი განათებებით, გემრიელი სასმელებით, შთამაგონებელი სპეკტაკლებით და ბედნიერი, მშვიდობისმოყვარე ხალხით. 1993 წლიდან Sziget-ი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ცნობილ არტისტებს იწვევს და მათ ფანებს დაუვიწყარ 7 დღიან სამოთხეს ჩუქნის. თავდაპირველად ფესტივალი მხოლოდ სტუდენტებისთვის იყო გათვლილი, თუმცა წლიდან წლამდე მასშტაბები ფართოვდებოდა და წელს ნახევარ მილიონზემეტ სტუმარს ელოდება. Line-up: Kasabian, Alt-J, Birdy, Breaking Benjamin, Tycho, Pj Harvey, Pink, Dakhabrakha, Paul Van dyk, The Kills, Interpol, Mac DeMarco...
როდის: 9 - 16 აგვისტო
ფასი: € 325
Volt
შოპრონი, უნგრეთინაკლებად ცნობილი, მაგრამ ყოველწლიურად სწრაფად მზარდი ფესტივალი უნგრეთისა და ავსტრიის საზღვართან ტარდება. ოდესღაც პატარა ქალაქური ფესტივალი წელს რამდენიმე ასეულ ათას სტუმარს ელოდება და მათ მრავალფეროვან და საინტერესო მუსიკალურ ლაინაფს სთავაზობს. ყველაზე მეტად ფანები Linkin Park-ს ელოდებიან. ისინი ფესტივალს თავიანთი ახალი ალბომის, The Hunting Party-ს ტურის ფარგლებში ეწვევიან. არანაკლებ საინტერესოა სხვა გამომსვლელებიც - ინდის, პოპის, როკისა და ელექტრონული მუსიკის ცნობილი წარმომადგენლები: Paramore, Imagine Dragons, Pendulu, Fatboy Slim, Ellie Goulding, of Mice and Men და სხვა.
როდის: 27 ივნისი - 1 ივლისი
ფასი: € 125
Balaton Sound
ზამარდი, ბალატონის ტბა, უნგრეთიევროპის უდიდესი ტბის, ბალატონის სანაპირო რამდენიმე დღით ელექტრონული მუსიკის ჰაბი ხდება. სტუმრებს Dubfire, Hardwell, Dave Clarke, Max Cooper და სხვა ცნობილი მუსიკოსები ელოდებათ. ამ ფესტივალზე წასვლა ჯერ მარტო ბალატონის გამო ღირს - 80 კილომეტრ რადიუსიანი ტბა და მიმდებარე სოფლები ქვეყნის ყველაზე ლამაზ რეგიონად ითვლება. სიმწვანეში ჩაფლული შუასაუკუნეების ევროპის არქიტექტურა, პატარა ფერადი ნავსადგომები და მზის ჩასვლის ანარეკლი ცისფერი წყლის ფონზე ჯადოსნურ ზღაპარში გაგრძნობინებთ თავს.
როდის: 5 - 9 ივლისი
ფასი: € 210