ზოგ ფესტივალზე წასვლა უნდათ, ზოგზე წასვლაზე კი – ოცნებობენ. ამ მუსიკალურ ღონისძიებებზე გასამგზავრებლად და დასასწრებად ხშირად მთელი წელი ემზადებიან. მათი უმეტესობა უნიკალურ და ცხოვრების ბოლომდე დასამახსოვრებელ დღეებს ჩუქნის სტუმრებს. თავისუფლებს კუნძულიდან “ხვალინდელ სამყარო”-მდე, იხილეთ ისინი აქ:
Primavera Sound
ბარსელონა, ესპანეთიპრიმავერა უკვე რამდენიმე წელია საერთაშორისო სცენაზე ჰიტ პოზიიას იკავებს. აუდიენციას იგი ჰიპ-ჰოპის, ინდის და სხვა ჟანრების ყველაზე ცნობილ და დიდ სახელებს სთავაზობს და ასევე შანსს აძლევს, მომავალი ჰიტ ბენდები პირველებმა მოისმინონ. უზომოდ მიმზიდველია ლოკაციაც - ბარსელონას პლიაჟებზე შუადღის გატარების შემდეგ შეგიძლია 15 წუთში გადაინაცვლო ფესტივალზე, სადაც წელს შეძლებ მოისმინო Bon Iver, Frank Ocean, The XX and Arcade Fire.
როდის: 31 მაისი - 4 ივნისი
ფასი: € 80
Sziget
ბუდაპეშტი, უნგრეთითავისუფლების კუნძულზე მოხვედრა ვის არ უნდა, მითუმეტეს თუ, ევროპის საუკეთესო მუსიკალური ფესტივალი გელოდება! Sziget ბუდაპეშტის კუნძულ ობუდაზე გამართული ლეგენდალური თავგადასავალია, სავსე მრავალფეროვანი მუსიკით, თვალისმომჭრელი განათებებით, გემრიელი სასმელებით, შთამაგონებელი სპეკტაკლებით და ბედნიერი, მშვიდობისმოყვარე ხალხით. 1993 წლიდან Sziget-ი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ცნობილ არტისტებს იწვევს და მათ ფანებს დაუვიწყარ 7 დღიან სამოთხეს ჩუქნის. თავდაპირველად ფესტივალი მხოლოდ სტუდენტებისთვის იყო გათვლილი, თუმცა წლიდან წლამდე მასშტაბები ფართოვდებოდა და წელს ნახევარ მილიონზემეტ სტუმარს ელოდება. Line-up: Kasabian, Alt-J, Birdy, Breaking Benjamin, Tycho, Pj Harvey, Pink, Dakhabrakha, Paul Van dyk, The Kills, Interpol, Mac DeMarco...
როდის: 9 - 16 აგვისტო
ფასი: € 325
Exit
ნოვი სადი, სერბიაExit ძლიერი სოციალური მოძრაობის მქონე ფესტივალებს მიეკუთვნება და დღემდე non-profit რჩება. მისი მთავარი საწყისი სტუდენტური აქტივიზმი იყო - პოლიტიკური ბრძოლა და მშვიდობისთვის მიმართული მესიჯი. დუნაის ნაპირას მყოფი ანტიკური, ჯადოსნური ციხე-სიმაგრე ბელგრადის ახლოს მდებარეობს. მუსიკას რაც შეეხება, თუ შეკითხვაზე “რას უსმენ” - “ცოტა ყველაფერს” პასუხობთ ხოლმე, ეს ფესტივალი თქვენთვისაა.
როდის: 6-9 ივლისი
ფასი: € 70
Tomorrowland
ანტვერპი, ბელგიაუდაოდ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ფერადი და მასშტაბური ფესტივალი, Tomorrowland-ზე წასვლა უამრავი ადამიანის მუდმივი ოცნებაა და ბევრი მუსიკოსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია ცხოვრებაში. წელს იგი ერთის მაგივრად ორი კვირა გაგრძელდება და თუ ბილეთების ყიდვას აპირებთ, დაახლოებით ერთი წლით დააგვიანეთ - ამ ფესტივალის სალარო გახსნიდან ერთ საათში იკეტება. ამიტომ, აუცილებლად გამოიწერეთ სიახლეები და მოასწარით 2018 წლის ბილეთის ყიდვა, როგორც კი დაიდება!
როდის: 21 - 30 ივლისი
ფასი: €237
Ultra Europe
სპლიტი, ხორვატიამაიამისგან 8000 კილომეტრის მოშორებით, ლეგენდარული ფესტივალის ევროპული გამოცემა ყოველწლიურად იზრდება. ულტრა ევროპის განვითარება სხვა ახალგაზრდა ფესტივალებთან შედარებით ბევრად სწრაფია და ყველა აღფრთოვანებულია მისი ორგანიზებულობითა და მართვით. ხორვატიის ეგზოტიკური პლიაჟების მიმდებარე ტერიტორია 1 კვირიან დღესასწაულს მასპინძლობს, რომელშიც მთავარი ღონისძიების გარდა შედის გახსნის, ნავის, პლიაჟის წვეულებები და დახურვის ღამე. ფესტივალი ყველანაირი ელექტრონული მუსიკის მოყვარულისთვის იდეალურია: მასზე EDMის ცნობილ სახეებთან ერთად ძლიერი ანდერგრაუნდ არტისტები წარდგებიან.
როდის: 14 - 16 ივლისი
ფასი: € 169