Loading...
ფესტივალები

Colors Of Ostrava

ქალაქი უზარმაზარი ფოლადის მილებით, დაჟანგული რკინის ინსტალაციებით, ნაქარხნალი შენობებით, ნახშირიანი ხიდებით,  20 სთეიჯით (როგორც დახურული, ასევე ღია), ვორქშოპები, სპეკტაკლები, ფილმის ჩვენებები, ნებისმიერი ჟანრის მუსიკა და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 30 000 მდე სტუმარი. ეს Colors  of Ostrava-ა!

მულტი-ჟანრული, ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი ჩეხეთის რესპუბლიკაში, რომელიც 2002 წლიდან ტარდება, სიდიდით მესამე ქალაქში-ოსტრავაში, ყოველ ივლისს. აქ ნებისმიერი ჟანრის მსმენელს შეუძლია იპოვნოს საკუთარი მუსიკა, დაწყებული ავან-გარდიდან, დამთავრებული კლასიკით. როკი, რეგი, ინდი როკი თუ ჯაზი, სოული, ელექტრო სვინგი, ფლამინგო, პოპი, პანკი ელექტრონული მუსიკა და ა.შ… არჩევანი დიდია.

არსებობის მანძილზე მისი ლაინაფი მოიცავდა: Sinéad O’Connor, Goldfrapp, Morcheeba, The Cranberries, Yann Tiersen, Alanis Morissette, Bobby McFerrin, Sigur Rós, The xx, Damien Rice, Robert Plant, The National, Björk და სხვა ათასობით მუსიკოსს.

გარდა იმისა რომ ფესტივალს  უნიკალურს და სხვებისგან გამორჩეულს მისი ტერიტორია ხდის, მეტალურგიული სამუშაოების ნარჩენები და ინდუსტრიული ნაგებობები. აქ შეგიძლიათ იპოვნოთ მწვანეში ჩაფლული ადგილები, ჩრდილის ქვეშაც მოკალათდეთ მეგობრებთან ერთად და დატენოთ თქვენი მობილურები. რა თქმა უნდა ამ ფესტივალზე უამრავი ფერადი დეტალებია. სწორედ ამ ყველაფრის სინთეზი ახვევს თავბრუს მოსულ სტუმრებს.

Colors of Ostrava-ს აღებული აქვს Anděl Award  ნომინაციაში Music Event of 2005 and 2006,  ასევე ALMA Survey-მ გადასცა Concert/Festival of the Year-ს ტიტული, გამარჯვებულია European Festival და Czech Superbrands 2015-ში.

ფესტივალი წლების მანძილზე გამოირჩევა ორგანიზებულობითაც. აქვთ საოჯახო პარკები და საბავშვო სთეიჯები, შ.შ.მ პირებისთვის ადაპტირებულია ტერიტორია. ფესტივალზე თუ გნებავთ, იქირავებთ ველოსიპედებს და გადაადგილდებით ნებისმიერ წერტილში. ოთხი დღის მანძილზე ფესტივალზე შეგიძლიათ როგორც კარვის გაშლა, ასევე ქალაქში გელოდებათ  4 დორმი, 22 გესთ ჰაუსი, 8 ჰოსტელი და 35 მდე ჰოტელი.

რაც შეეხება Colors of Ostrava 2017, ფესტივალი ჩატარდება 19 ივლისიდან 22 ივლისამდე. (4 დღე 106EUR, ინდივიდუალური დღეები 78 EUR).  გარდა მუსიკალური ნაწილისა, ოსტრავა მასპინძლობს კატალონიურ კულტურას და შემოგთავაზებთ ცოცხალი ადამიანების პირამიდას, გიგანტურ თოჯინებს და ცეცხლმოკიდებული ფრანბების შოუს, ნაციონალურ ცეკვებს, კერძებს და ა.შ.

სანამ კატალონიური კულტურით გატაცებულები, დასის შოუებით გაბრუვდებიან, მუსიკით დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ პროფესიონალთა ვორკშოპებს დაესწრონ. გაიღვივონ ცოდნა ტექნოლოგიებში და გამართონ დებატები.

დაესწარით სპეკტალკებს, პრეზენტაციებს, დისკუსიებს, არტ-პრეზენტაციებს და ა.შ.

რაც შეეხება წლევანდელ line up-ს: Jamiroquai, Midnight Oil, Imagine Dragons, Norah Jones, alt-J, Birdy, Moderat, Laura Mvula, and Benjamin Clementine, Justice, Nouvelle Vague, Unkle და სხვა.

Comments

comments